კრისტინა აგილერა ლას-ვეგასის რეზიდენტობისთვის განსაკუთრებულად ემზადება.
კრისტინა აგილერა ლას-ვეგასის რეზიდენტი გახდა (ფოტო)
იქსთინას კონცერტების სერია, რომელიც ივნისის, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებზე გადანაწილდა, საერთო ჯამში 16 საღამოს მოიცავს.
შოუს The Xperience პრემიერამდე ერთი დღით ადრე სოციალური ქსელი იქსთინას პიკანტურმა ფოტოსესიამ მოიცვა.
სკანდალური და გამომწვევი – სწორედ ასე შეაფასეს ქსელში ამერიკელი შემსრულებლის ფოტოები, რომლებიც ელენ ვონ უნვერტმა გადაიღო.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფოტოგრაფის ობიექტივში 38 წლის მომღერალი მართლაც საკამოდ თამამი იმიჯით მოხვდა.
გთავაზობთ კრისტინა აგილერას ახალ პიკანტურ ფოტოებს, რომლებიც ინტერნეტის აფეთქების მიზეზი გახდა.