LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“ მსოფლიო გაქირავებაში 700 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა, როგორია პროგნოზები

147
page

კრისტოფერ ნოლანის ახალმა ფილმმა, „ოპენჰაიმერმა“ მსოფლიო გაქირავებაში 700 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა. წინასწარი პროგნოზები ასეთია: შემოდგომაზე ფილმი „ინტერსტელარს“ (715 მილიონი დოლარი) გაუსწრებს, შემდეგ კი „დასაწყისს“ (837 მილიონი დოლარიი).

თუკი ვარაუდები გამართლდა,  „ოპენჰაიმერი“ ნოლანის კარიერაში შემოსავლის თვალსაზრისით მესამე ფილმი გახდება. პირველ და მეორე ადგილს ამ სიაში „ბეტმენის“ ტრილოგია, „შავი რაინდის აღზევება“ და „შავი რაინდი“ იკავებენ.

ცნობისთვის, ნოლანის ახალი ფილმი ამერიკელი ფიზიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის ისტორიას გვიყვება, რომელმაც ატომური იარაღი შექმნა. ფილმში მთავარ როლს, კილიან მერფი ასრულებს.

76 წლის სტივენ სპილბერგი და 81 წლის პოლ მაკარტნი ჯინსებში კრისტოფერ ნოლანის ფილმის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები