LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრიტიკა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს, ის ლანძღვა-გინებამ ჩაანაცვლა” – თეა გვასალია

177
BeFunky-collage - 2023-03-29T233758.276

„კრიტიკა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს, ის ლანძღვა-გინებამ ჩაანაცვლა”, – აღნიშნულის შესახებ მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც დღევანდელ რეალობას ეხმაურება.

მისივე თქმით, „ეს ბოღმა და ზიზღი ჰაერში ტრიალებს, წამლავს ირგვლივ ყველაფერს და ჩვენს თვალებს ჩვენივე ენერგეტიკის ფერების აღქმა რომ შეეძლოს, დავინახავდით რა კუპრისფერი ღრუბელია ჩამოწოლილი ამ ერთი ბეწო ქვეყნის თავზე”.

„კიდევ კარგი, ისეთ დროს მომიწია ტელევიზიაში მუშაობამ, სოციალური ქსელები რომ არ არსებობდა და არც ხალხი იყო ასეთი ღვარძლიანი. ჩვენი პოპულარობა იმით შემოიფარგლებოდა, რომ ქუჩაში გვცნობდნენ, გვიღიმოდნენ და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო, უცხო ადამიანი რომ გეტყოდა, მთელი კვირა ველოდები შენს გადაცემასო.

რა თქმა უნდა, ისეთებიც იყვნენ, საერთოდ რომ არ მოვწონდით, მაგრამ სახალხოდ არავინ გვლანძღავდა. ვისაც არ მოვწონდით, არც გვიყურებდა და ვცხოვრობდით ასე სიამტკბილობაში. მაშინ რომ „ფეისბუქი” არსებულიყო, წარმომიდგენია რა კომენტარებს დადებდნენ დღევანდელი, დანევროზებულ-პოლიტიზირებული, „მაკა მაკა“, „ხათო ხათოს“ უსურათო პროფილს ამოფარებული არსებები ჩემი გადაცემის ქვეშ: „ეს გოგო სულ რატომ იცინის?“ „ვაიმე, რა დიქცია აქვს, ამას მეტყველების პედაგოგი ჭირდება“, „ქვეყანა თავზე გვენგრევა, რა დროს ჯენიფერ ლოპესი და მაგის ქმრებია“, „მარტო მე მეჩვენება, რომ ეს გოგო ძალიან ჩქარა ლაპარაკობს?“ „ამან ხომ გააწყალა თავისი ესპანეთით გული“.

მე ჩემი ცხოვრების სატელევიზიო ეტაპი კარგა ხნის წინ დავხურე და მიბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ იქ დარჩენილ ჩემს მეგობრებს ან უბრალოდ ნაცნობებს რომ ვუყურებ რა ლაფის ატანა უწევთ იმის საფასურად, რომ ცნობადი სახეები არიან, ძალიან მეცოდებიან, თუნდაც იმ ბულინგის გამო, პატარა შეცდომაზეც კი ცუნამივით რომ ატყდებათ თავზე.

კრიტიკა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს, ის ლანძღვა-გინებამ ჩაანაცვლა. არ მოგწონს ადამიანი, (არა მარტო ტელეწამყვანი, ნებისმიერი ცნობადი სახე), სულ არ იცი სინამდვილეში რას წარმოადგენს, რა განათლება აქვს, რა გაუკეთებია, როგორ შვილებს ზრდის, მაგრამ შავი შურით გშურს იმის გამო, რომ მან რაღაცას მიაღწია, შენ კი ქმრის მოსამსახურედ დარჩი, ან კაცი ხარ და შენი კარიერული ზრდა უბნის ბირჟის ფარგლებს ვერ გასცდა, ჰოდა რა გენაღვლება, ააჩხაკუნე კომპიუტერის კლავიშები და დაატეხე შენი შეუმდგარი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ბოღმა შურის ობიექტს თავზე.

ან კიდევ უარესი, მშვნივრად იცი რომ ნიჭიერი ადამიანია, წარმატებული თავის საქმეში, არც არაფერს აშავებს, მაგრამ არ იზიარებს შენ პოლიტიკურ სიმპატიებს, სხვა მხარეს დგას. აქ გიბნელდება თვალებში, მასში პირად მტერს ხედავ და იმისდა მიხედვით, შენ თვითონ რომელ ბანაკში ხარ, ან ბიძინას ზებრასთან უშვებ შესაჯვარებლად, ან სექტანტობაში ადანაშაულებ და ამოწყვეტას უსურვებ.

ჰოდა, ტრიალებს ეს ბოღმა და ზიზღი ჰაერში, წამლავს ირგვლივ ყველაფერს და ჩვენს თვალებს ჩვენივე ენერგეტიკის ფერების აღქმა რომ შეეძლოს, დავინახავდით რა კუპრისფერი ღრუბელია ჩამოწოლილი ამ ერთი ბეწო ქვეყნის თავზე და როგორ ნელ-ნელა ვკარგავთ ადამიანობას. ჩემი თაობის ბავშვებს კი გეხსომებათ და ახლებს როგორ ვაკადრებ საბჭოთა მულტფილმის გმირის სიტყვებს: не можешь сказать приятное, замолчи. და რა ვიცი, არ იყო სწორი შეგონება?

სააგენტოებო, არ გააზიაროთ!!! ჩემი კედელი ისედაც ყველასთვის ღიაა და ზედმეტი ტირაჟირება არ არის საჭირო. განათლების სამინისტრო სასკოლო პროგრამაში „წაკითხულის გააზრებას“ რომ დაამატებს, მერე სადაც გინდათ იქ წააფრიალეთ. ჯერჯერობით დატოვეთ ესეც და სხვა პოსტებიც თავის ადგილას”, – წერს თეა გვასალია.

თეა გვასალია: „თუ ვინმე მძულს ცხოვრებაში, მოძალადე კაცებია, მაგრამ სხვის ფულებზე დაგეშილი, თავცარიელი გოგოებიც რომ ძნელი ასატანია!“

თეა გვასალია: “რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკშიო, არ გამიხარდებოდა, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული”

თეა გვასალია: „მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი… გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან ვინ არის, არც პუგაჩოვას ნამღერი მოუსმენიათ და რუსულიც ძნელ და უინტერესო ენად ეჩვენებათ…“

კაცობრიობამ იქ დაუშვა შეცდომა, მარადიული სიყვარულის იდეა რომ აიტაცა…სიყვარული არაჩვეულებრივი გრძნობაა მაგრამ რამდენიმე წელში, მისი ხელის შეხებაზე ვეღარაფრით დაგივლის დენი სხეულში და მუცელშიც ამაოდ დაუწყებ პეპლების ფარფატს ლოდინს – თეა გვასალია სიყვარულის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g