LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისების მართვის საბჭოს ნაცვლად ახალი სისტემა შეიქმნება

70

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  კრიზისების მართვის საბჭოს ნაცვლად ახალი სისტემა შეიქმნება. მის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

“ჩვენ გვექნება თანამშრომლობა აღმასრულებელ ორგანოსთან, მთავრობასთან და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე, ჩამოყალიბდება ახალი სისტემა, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისებთან. ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ სისტემამ კრიზისებთან დაკავშირებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს.

იყო კითხვები კრიზისების მართვის საბჭოსთან დაკავშირებით, მათ შორის, ეფექტიანობის კუთხით და ამიტომაც დადგა დღის წესრიგში რეფორმირების საკითხი. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და რეფორმირება უნდა მოხდეს ამ სისტემის- აცხადებს ირაკლი კობახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები