LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრუიფი გაძეგლდა: ლებრონმა გრიზმანს საქციელი მოუწონა – ამბები მოკლედ (ფოტო)

78
EC6qtjhWsAIRGc4

პრემიერლიგის კლუბები სექტემბერში სატრანსფერო ფანჯრის ვადების ცვლილებებს განიხილავენ.

პსჟ ნეიმარს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ „რეალი“ გარიგებაში ვინისიუსს ჩართავს.

ლეო მესის არ უვარჯიშია „ბარსას“ საერთო ჯგუფთან, მაგრამ შესაძლოა „ოსასუნასთან“ მესამე ტურის საგარეო მატჩში მაინც ითამაშოს.

კევინ დე ბრუინი ასისტების რეკორდზე: „ყოველთვის სასიამოვნოა რაღაც მსგავსი როცა გაქვს აქტივში“.

„მილანი“ მზადაა „იუვენტუსს“ 35 მლნ ევრო გადაუხადოს მცველ დემირალის სანაცვლოდ.

გარეთ ბეილი ლიდერია ლა ლიგაში დარტყმების მხრივ იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც გოლი არ გაუტანია.

პსჟ ფანებს აბონემენტს ჩამოართმევს ჰომოფობიის, რასიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევებში.

„ბარსელონამ“ გახსნა კლუბის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ლეგენდარული ჰოლანდიელი იოჰან კრუიფის ძეგლი, რომლის სიმაღლე 3.5 მეტრია.

ანტონიო კონტე „ინტერის“ მესამე მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში 4-ბურთიანი სხვაობით მოიგო (ინტერი-ლეჩე – 4:0). აქამდე მსგავსი შედეგი ქონიათ ჯუზეპე მეაცას და ელენიო ერერას.

რომელუ ლუკაკუმ „ინტერში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. ბელგიელი პირველსავე მატჩში ბოლო ოთხი კლუბის რიგებში იტანდა – „ინტერი“, „მანჩესტერი“, „ევერტონი“ და „ვესტ ბრომვიჩი“.

„ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს, რომელმაც „ბეტისთან“ დუბლი სწორედ ლებრონის სტილში აღნიშნა: „თვალს გადევნებ ძმაო. შესანიშნავი მატჩი და კონფეტებით დაბოლოება უმაღლეს დონეზე იყო“, – დაწერა ჯეიმსმა ტვიტერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები