კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულ გზაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. ახალი მაგისტრალი სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს საცობებისგან განტვირთავს და დედაქალაქის უძველეს უბანს თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებთან დააკავშირებს.
პროექტის ფარგლებში, ახალი გზის მშენებლობის გარდა, განხორციელდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები,კიუვეტებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.
თბილისის მერიის ბიუჯეტიდან კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობისთვის 4 993 986,60 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „ჯეუგრუპ“-მა შეასრულა.
თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს თავმდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, დასრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზით, კრწანისიდან შინდისში ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.
„ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი დაპირება შევუსრულეთ და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა გავაკეთეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილიდან მთაწმინდისა და შინდისისკენ ასასვლელი გზაძალიან დატვირთული იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება ალტერნატიული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს დასრულდა დამოძრაობაც გაიხსნა. ეს გზა საკმაოდ ამოკლებს მანძლს და კრწანისიდან შინდისისკენ ასვლადროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.