LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტასები და გიჟმანტასები მწვალებელთა პარტიის მეგობრები არიან… „ნაცები“ უსამშობლოები, ესენი ყველანი ჟიგიმანტასები არიან”- ირაკლი ზარქუა

172
ირაკლი ზარქუა

„კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტასები და გიჟმანტასები მწვალებელთა პარტიის მეგობრები არიან. ისინი არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველები, ქართველი ხალხის მეგობრები”- ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, „ჟიგიმანტასი ლობირებდა და ამბობდა, სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო.

„ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა”- გიორგი ბოტკოველი ბიძინა ივანიშვილზე

ზარქუას განცხადებით, „ნაცები“ უსამშობლო ჟიგიმანტასები არიან“:

„ჟიგიმანტასი ლობირებდა და ამბობდა, სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. მწვალებელთა პარტიები რომლებიც გვყავს აქ, „ნაცები“, უსამშობლოები, ესენი ყველანი ჟიგიმანტასები არიან. მათ ქართული ინტერესი არ აინტერესებთ. მათი ინტერესია პოლარიზაცია, რადიკალიზაცია და სააკაშვილის, ბელადის გამოშვება. ჰგონიათ, რომ არჩევნებს მოიგებენ. ხომ ამბობთ, რომ უმრავლესობაში ხართ და ყველას უნდა გამჭვირვალობის კანონპროექტი გავიწვიოთ, რამდენიმე თვეშია არჩევნები.

პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა გვითხრეს, რომ კითხვის ნიშნებიც რომ არ დაისვას არჩევნებზე, ელექტრონული გავხადოთო. გავხადეთ ბატონო, მთლიანად ელექტრონულია. თუ გაიმარჯვებთ, კანონი ძალაში შესვლასაც ვერ მოასწრებს, ადექი და გაიწვიე. პრობლემა რა არის? პრობლემა ისაა, რომ იცით, უსამშობლოები ხართ, თქვენ გვერდით არ დგას ქართველი ხალხი. იმ ახალგაზრდების ხარჯზე გინდათ წინ წახვიდეთ, რომლებიც შეცდომაში შეიყვანე. ესაა თქვენი ხელწერა, ხედვა.

გიგაურს და ლომჯარიას მოიწევთ მილიონობით დაფინანსების გამჭვირვალობა და დეკლარირება. თუ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, ამის შემდეგ გააგრძელონ, იმუშაონ, პრობლემა რა არის. წინააღმდეგი თუ იქნებით, არ გაგატარებინებთ, არ აგარევინებთ, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას, ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი“- განაცხადა ზარქუამ.

ოთარ ზურაბიშვილი: „ფაქტობრივად უარს ამბობენ კონსტიტუციაზე, მიდიან იმ გზაზე, რაც ყველასთვის მიუღებელია – იქცევიან, როგორც რუსები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g