LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კულა” შეფუთვას ცვლის: უშაქრო წვენი ლიტრიანი შეფუთვით

457

გორის საკონსერვო ქარხანა ”კულა” ახალი პროდუქციის გამოშვებისთვის ემზადება. წვენების ხაზის მიმართულებით კომპანიას სიახლე აქვს – შეიცვალა წვენების შეფუთვა, ასევე გამრავალფეროვნდა ასორტიმენტი. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, ახალი პროდუქცია ბაზარზე ერთ თვეში გამოვა.

”გვაქვს რამდენიმე ახალი წვენი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი თებერვლიდან უკვე დააგემოვნებს. ამასთან, შევცვალეთ შეფუთვა- წვენები მუყაოს შეფუთვაში გამოჩნდება. სიახლე გვაქვს უშქარო წვენების ხაზის მიმართულებითაც , აქამდე ეს პროდუქცია მხოლოდ 3 ლიტრიანი შეფუთვით გამოდიოდა, ახლა კი გვექნება ლიტრიან შეფუთვებშიც”, – განმარტა კომპანიის დამფუძნელებმა.

ცნობისთვის, გორის საკონსერვო ქარხანა ”კულა“ 2009 წელს შეიქმნა. კომპანია აწარმოებს 200–მდე დასახელების ხილის და ბოსტნეულის საკონსერვო პროდუქციას: ნატურალურ წვენებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებს, სალათებს და კომპოტებს. ყველა ხილი და ბოსტნეული მოყვანილია საქართველოში, მათი მოკრეფვა და გადამუშავება ხდება სიმწიფის სტადიაში ქართული ტრადიციების მიხედვით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g