LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კულამ” მაყვლისა და თუთის ტყემლის წარმოება დაიწყო

1059

გორის საკონსერვო ქარხანა ”კულამ” მაყვლისა და თუთის ტყემლის წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა გოჩა არჩვაძემ განუცხადა, აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

”ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული გემოს ტყემლები, რომლებიც წითელი შეფერილობისაა. რეალიზაციაში დაახლოებით ერთი თვეა ჩავუშვით და გაყიდვებით კმაყოფილები ვართ.  პროდუქტზე საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა”, – აღნიშნა არჩვაძემ.

მისივე ინფორმაციით,  მაყვლისა და თუთის ტყემალი იგივე ღირს, რაც ”კულას” ტყემლების სხვა სახეობები.

როგორც არჩვაძემ განმარტა, კომპანიას ლარის დევალვაციამ ბოლო ერთი წლის მანძილზე, საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა, თუმცა გორის საკონსერვო ქარხანამ შეძლო პროდუქციაზე მანამდე არებული ფასები შეენარჩუნებინა.

”მოგეხსენებათ, ბოთლებს, სახურავებსა და შეფუთვისთვის საჭირო პროდუქტს კომპანია დოლარებში ყიდულობს. შესაბამისად, ლარის ცვლილებებმა ჩვენზეც იქონია გავლენა. ერთი წელი შევძელით, რომ ფასები დაგვეჭირა და ეს მომხმარებელზე არ ასახულიყო. თუმცა, ვშიშობ, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში ფასების გაზრდა მცირედით მოგვიწიოს ”, – აღნიშნა გორის საკონსერვო ქარხნის მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

„გორის საკონსერვო ქარხანა კულა“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. კომპანია ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g