LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის ქარხანა აჩერებს იმ წითელი ტყემალის წარმოებას, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოაჩინეს

373
1565889374-37379698-2071911546215193-4962326912249626624-o-1024x680

მარნეულის ქარხანა აცხადებს, რომ იმ წითელი ტყემლის წარმოებას აჩერებს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ არასაკვები საღებავი აღმოაჩინა.

კომპანიის განცხადებით, მათ მიერ გამოყენებული ყველა დამხმარე მასალას და მზა პროდუქტს საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნიან და მათ პასუხს დაელოდებიან.

ამასთან, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია.

https://www.facebook.com/MarneuliFactory/posts/2949343568471982?__xts__[0]=68.ARBN1jLlZ8z0XuzX5BpwH_GCEpfWLc-zvYVS99KU8icOuncWMF9ZHK8OuqYFHuaanVs6YzblPrrfMuwwauX6cvFXU3MejlXiWmXZVUNnj1VpJCxcvkLkGPAPxCS5sXe3cZjBWs95YVR4zdwq1V8YjIttlWxz9MmITQkhxYMbCGFkQwyoBjCCcFTdK9uUOv9ha-ItBlMD9gvZAvW9ZYUxsZ5wGRlaFU8q01QLylHd6Gntzo_86eRsb7Ybnrj_IxHh1CxuCYg83iYH1SbQm8an1ZroGNxex9oIWAsc26bT5pW3VwTfnh41MucBpgFJosy4Qj0LD8kcbRHhQ6D0G8e-2w&__tn__=-R

არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge აცხადებს, რომ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

კულა, სუპრემო, მარნეული და სხვა ბრენდები, სადაც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა - კვლევა

მათი სისტემატური მიღება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 

კერძოდ, ორგანიზაციაში აცხედებენ, რომ შედეგები გერმანული ლაბორატორიისგან მიიღეს, სადაც 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები გაგზავნეს.