უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში შემავალი ქალაქის, სკადოვსკის მერი, ოლეკსანდრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს.
“რუსი დამპყრობლები უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას განაგრძობენ. დღეს მათ სკადოვსკის მერი, ოლეკსანდრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს.
სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მოსთხოვონ რუსეთს, რომ ყველა უკრაინელი მაღალჩინოსანი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ”. – წერს კულება Twitter-ზე.
ომი სამწუხაროდ, დიდხნიანი იქნება, მინიმუმ ერთი წელი – გენერალი ზაზა გოგავა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
Russian invaders continue to abduct democratically elected local leaders in Ukraine. Mayor of Skadovsk Oleksandr Yakovlyev and his deputy Yurii Palyukh abducted today. States & international organizations must demand Russia to immediately release all abducted Ukrainian officials! pic.twitter.com/bmaAuurx9h
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 16, 2022