LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება:სიგნალები გერმანიიდან იმედგამაცრუებელია.. რისი ეშინია ბერლინს, კიევს კი არა

98
დმირტო

იარაღთან დაკავშირებით გერმანიიდან სიგნალები იმედგამაცრუებელია, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„სიგნალები გერმანიიდან იმედგამაცრუებელია, მაშინ, როცა უკრაინას ახლა ესაჭიროება „ლეოპარდები“ და „მარდერები“, რათა გაათავისუფლოს ხალხი და დაიცვას ისინი გენოციდისგან.

არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება, მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და გამართლებები. რისი ეშინია ბერლინს, კიევს კი არა?“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g