LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი გეგმავს დეზინფორმაციულ საინფორმაციო კამპანიას, არ მოტყუვდეთ – რას განცხადებას ავრცელებს კულება

95
დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს დეზინფორმაციულ საინფორმაციო კამპანიას იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს.

„რუსეთმა იცის, რომ იარაღის მიწოდება აუცილებელია უკრაინისთვის და ყველანაირი ძალისხმევით ცდილობს ამისთვის ხელის შეშლას.

მოსკოვმა მოამზადა მასობრივი საინფორმაციო კამპანია უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისთვის. მათი ტროლების ქარხანას შეუძლია კომენტარებისა და ელ. ფოსტაზე დეზინფორმაციის გავრცელება. არ მოტყუვდეთ.“– წერს დმიტრო კულება.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები