„გამარჯვება არის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის სრული განთავისუფლება“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა.
„ომის პირველ თვეებში ჩვენთვის გამარჯვება ჰგავდა რუსული ჯარების გაყვანას იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ 24 თებერვლამდე იკავებდნენ და მიყენებული ზარალის გადახდას. ახლა, თუ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვიქნებით სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასისთვის, ჩვენთვის გამარჯვება ამ ომში ჩვენი დარჩენილი ტერიტორიების განთავისუფლება იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე მტერთან არ წავა. მისი თქმით, თუ დონბასისთვის ბრძოლა გაიმარჯვებს, მაშინ რუსული ჯარების სრული დამარცხება, ლუგანსკის, დონეცკის და ყირიმის განთავისუფლება ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ადრე ჩანდა.
ვიდეო: აზოვსტალზე, დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის დროშა ფრიალებს
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა