უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პანევროპული კავშირის კონგრესის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათ არ სჭირდებათ ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით პარტნიორებისგან შემოთავაზებული კომპრომისები.
მისივე სიტყვებით, “ასეთი ომები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა სრულდებოდეს”.
“ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში გაყინულ კონფლიქტს გააჩენს, ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა. ვაფრთხილებ უკრაინის პარტნიორებს: ნუ გვთავაზობთ სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან კომპრომისს, ვინაიდან ეს თქვენი კომპრომისებიც იქნება საკუთარ უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა კულებამ.