ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თებერვალში ქვეყანას 11 მინისტრის ნაცვლად 12 მინისტრი ეყოლებოდა.
გახარიამ განაცხადა,რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფოდა.
მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ მინისტრის სავარძელს თეა წულუკიანს ჩააბარებდნენ. თუმცა სახელდებოდა მეორე კანდიდატურაც, ელისო ბოლქვაძე…
წულუკიანი თუ ბოლქვაძე - ვისთვის დააბრუნეს მე-12 მინისტრის სავარძელი
"ვიღაცას უნდა მინისტრობა და ხათრს ვერ უტეხავენ" - ხუხაშვილი
გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 მინისტრის ვინაობა უკვე გადაწყვეტილია. თეა წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ.
ამ გადაწყვეტილებით პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე თეა წულუკიანი მინისტრის რანგში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაყოფისშემდეგ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე კვლავ მიხეილ ჩხენკელი დარჩება.