LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი თუ ბოლქვაძე – ვისთვის დააბრუნეს მე-12 მინისტრის სავარძელი

289
ტეა ელისო

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს. მინისტრის სავარძელში 11-დან 10 ძველი სახე დაამტკიცეს. მხოლოდ იუსტიიის სამინისტროს ჰყავს ახალი მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე.

თუმცა მისი შეცვლა მალევა მოხდება, რადგან ის მინისტრობის წარდგენიდან ძალიან მალე ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ აირჩიეს.

სანამ მოსამართლე გავხდები, გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან: გოჩა ლორთქიფანიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს  კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის სავარძელს თეა წულუკიანს ჩააბარებენ. პრემიერ მინისტრმა, ითხვას, იქნება თუ არა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, კულტურის მინისტრი,უპასუხა, რომ წულუკიანი მინისტრთა კაბინეტს ძალიან დააკლდა.

“როგორც პრემიერ-მინისტრი, გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობაში, კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა. რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ”, – თქვა გახარიამ. 

რამდენად შესაძლოა, რომ მინისტრთა კაბინეტში „კულტურის გზით“ დაბრუნდეს წულუკიანი, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტ გია ხუხაშვილს მიმართა.   

„მინისტრთა კაბინეტის ახლის წოდება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. ის არაა ახალი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს არაა გახარიას მინისტრთა კაბინეტი. ეს არის ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი, გახარიას ილუზიაც კი არ დაუტოვეს იმის, რომ რეალურად პრემიერი იყოს. ერთი კაციც კი არ შეაყვანინეს“ , – ამბობს ექსპერტი.

ერთპარტიულმა პარლამენტმა, ფაქტობრივად, ძველი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

თუ ოპოზიცია არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით

კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროდან გამოყოფას ექსპერტი იმ ბავშვებს ადარებს, რომლებსაც ფაზლის დაშლა და აწყობით არიან დაკავებული.

„კულტურის სამინისტროს დაბრუნება, უკვე ტრაგიკომიკური ვითარებაა. ეს მაგონებს ბავშვებს, რომლებიც ფაზლის აწყობა დაშლით არიან დაკავებული. ასე მოიქცნენ იმისათვის, რომ ვიღაცის ამბიციები დააკმაყოფილონ, ვიღაცას უნდა მინისტრობა და ხათრს ვერ უტეხავენ, ამიტომ უქმნიან სამინისტროს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ“,- ამბობს ხუხაშვილი.

კითხვაზე, უკმაყოფილებენ თუ არა მინისტრობის სურვილს წულუკიანს, ხუხაშვილი ამბობს:

„რა მნიშვნელობა აქვს მინისტრი თეა წულუკიანი იქნება, თუ ელისო ბოლქვაძე. მთავარია, რომ პიროვნებებზე მორგება ხდება პოლიტიკური ინსტიტუტების. ესაა ტარგიკომედია და ტრაგედია“.

კულტურისა და სპორტის კვლავ ცალკე სამინისტროდ გამოყოფას ექსპერი არასწორ ნაბიჯად აფასებს.

„კულტურის სამინისტროს გაუქმება თავს დროზე იყო სწორი. კოლტურის, სპორტის და ასეთი რაღაცეების სამინისტროები არის საბჭოური გადმონაშთი, კულტურა არის თავისუფალი შემოქმედებითი სფერო. კულტურას რომ მინისტრს უნიშნავ, ე.ი. ვერა ხარ კარგად. რაც მთავარია, კულტურის მუშაკებს ის ძალიან მოსწონთ. ესეც სრული დეგრადაციის მაჩვენებელია“, – ამბობს ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში.

კულტურისა და სპორტის სამინისტო განათლების სამინისტროს კვლავ გამოეყოფა

პოპულარულები