კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თებერვალში დასრულდება.
“კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონდმებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერობის კანდიდატს არ დაუკონკრეტებია, სამინისტროს თანამდებობას ვინ ჩაიბარებს.