LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია მშობლებისთვის: 1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება

160
სასკოლო ფორმები

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის –  formebi.emis.ge-ს მეშვეობით ექნებათ.

ცნობილია თბილისსა და რეგიონებში პუნქტების მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება

ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა, გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.

ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

„სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს.

სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

სასკოლო ფორმების უფასოდ მიმღებ მოსწავლეთა წრე გაფართოვდა – ცვლილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები