LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის მინისტრმა გრიბოედოვის დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა

643
კულტურის სამინისტრო

„კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, მინისტრმა და თეატრის გენერალურმა დირექტორმა გრიბოედოვის თეატრის საუკეთესო ტრადიციებზე, მათ შენარჩუნებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ თეატრის ახალ ხელმძღვანელებს სახელოვნებო მენეჯმენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

შეხვედრისას, მინისტრმა და თეატრის გენერალურმა დირექტორმა გრიბოედოვის თეატრის საუკეთესო ტრადიციებზე, მათ შენარჩუნებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალ მენეჯმენტს კულტურის სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, რათა თეატრმა სრულყოფილად და წარმატებით შეძლოს ფუნქციონირება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და…

Posted by საქართველოს კულტურის სამინისტრო on ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g