LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის პალატა ახალ პროექტს – “აღზარდე ვარსკვლავი საქართველოსთვის” იწყებს

52

საქართველოს კულტურის პალატა იწყებს ახალ პროექტს ,,აღზარდე ვარსკვლავი საქართველოსთვის“. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩამოყალიბდება ,,სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლი“ , რომელიც კულტურის პალატის ბაზაზე შეიქმნება.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვთა ქორეოგრაფიისა და ქართული ფოლკლორის განვითარებას.
,,ეს იქნება პირველი ბავშვთა ანსამბლი , სადაც შერწყმულია ცეკვა და სიმღერა ერთად. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევებში, ცეკვის დროს დაკარგული შინაარსობრივი დატვირთვა. პროექტის მიზანია სწორედ მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის ერთიანად წარმოჩენა და მეტი შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ გვაქვს მდიდარი კულტურა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, გამოვიყენოთ და დავიცვათ ეს ღირებულებები“-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ანსამბლში მსურველთა მიღება 6 დან 9 წლამდე 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, ასევე ანსამბლის იწვევს 9 დან 14 წლმდე გამოცდილ მოცეკვავეებს.

,,ქართული ხალხური სიმღრისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლის“ ქორეოგრაფები იქნებიან აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის, ბათუმისა ოპერისა და ბეალეტის თეატრის, ილიკოს სუხიშვილის ნაციონალური ბალეტის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გიორგი ჭანიშვილი, ილიკოს სუხიშვილის სახელობის ნაციონალური ბალეტის სოლისტი დავით ჭანიშვილი და გუნდის ხელმაძღვანელი ანსამბლ ლაშარის სოლისტი პაატა მელაძე.