ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიოში, 100 ათას მოსახლეზე ვირუსის გავრცელების მიხედვით, საქართველო მესამე ადგილზეა.
კულუმბეგოვი იმუნიზაციის შენელებულ პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ვაქცინაციის 33%-იანი მაჩვენებლით, ქვეყანა პანდემიის აქტიურ ფაზაში კიდევ დიდხანს იქნება.
“33%-იანი ვაქცინაციით დიდი ხანი ვიქნებით პანდემიის აქტიურ ფაზაში.
ინფიცირების მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობით.
ჩვენ წინ არსებული ორი ქვეყანა (დანია, ისლანდია) ყველანაირ კოვიდრეგულციას აუქმებს, მიზეზი ერთია – 80% ვაქცინაციის ფონზე შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქია და, შესაბამისად, სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია დაბალი რჩება.
აიცერით და დაასრულეთ პანდემია!,” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.