LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: შეგვეძლო, დღეს მინიმუმ, 72 თანამემამულის სიცოცხლე გადაგვერჩინა

75
-2021-06-22-15-03-30-413533-e1624374217480 (1)

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკას ეხმიანება.

კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინების ეფექტიანობაზეც წერს და აღნიშნავს, რომ დღეს,  მინიმუმ, 72 თანამემამულის სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო:

“2021 წლის 15 მარტიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა:

5 469 აუცრელი ადამიანი;

57 ვაქცინირებული ადამიანი.

ვაქცინების ჯამური ეფექტიანობა: 60 წლამდე – 99%, ხოლო 60 წლის ზემოთ 97%.

2021 წლის 7 ნოემბერს კოვიდით გარდაიცვალა 74 ადამიანი.

ჩვენ შეგვეძლო დღეს გადაგვერჩინა მინიმუმ 72 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე!’ – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ დღის კოვიდსტატისტიკას:  გარდაიცვალა 74 ადამიანი, დაინფიცირდა 2 191 პირი, გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი.

7 ნოემბერს 1 204 ადამიანი აიცრა.

 

პოპულალურები