LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტი “ახტალა” დამსვენებელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

864

კურორტი “ახტალა” დამსვენებელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც ”ფორტუნას” სს ”ახტალის კურორტის” დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა განუცხადა, სეზონი 15 მაისს გაიხსნა, თუმცა მანამდე სანატორიუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

”სააბაზანოს და ფიზიოლოგიურ კაბინეტებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, მოეწყო სამზარეულო, სველი წერტილები. სანატორიუმს დაემატა ორი ლუქსის ტიპის ოთახი, შვიდი ოთახი შეკეთდა კაპიტალურად. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ გაცილებით უკეთ მოვემსახუროთ ჩვენ დამსვენებელს, ვიდრე წინა წლებში” –  განუცხადა ”ფორტუნას” გიორგი უტიაშვილმა.

მისივე თქმით, კურორტს სტუმრები საქართველოს გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

კურორტის დირექტორის განმარტებით, სანატორიუმში ერთი დღით განთავსების ფასი 60-დან 70 ლარამდე მერყეობს, რაშიც შედის სამჯერადი კვება, მასაჟი და ტალახით მკურნალობა.

რაც შეეხება მკურნალობას, კურორტს ძირითადად, საყრდენ-მამოძრავაბელი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები სტუმრობენ. ასევე ტალახით მკურნალობენ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური, კანის და სხვა დაავადებების დროს.

გიორგი უტიაშვილის განმარტებით, კურორტის ტალახი უნიკალურია, ვინაიდან მისი შემადგენლობა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში არსებული მსგავსი ვულკანური წარმოშობის ტალახებისგან გასხვავებულია.

კუორტს აქვს ტყე-პარკიც. სანატორიუმი ვიზიტორებს ნოემბრის ბოლომდე ემსახურება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g