LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტი ”გოდერძი” ერთდროულად 7 000 დამსვენებლის მიღებას შეძლებს

71

კურორტი „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დასრულდა.

დოკუმენტზე საერთაშორისო და ქართულმა ორგანიზაციებმა იმუშავეს. სტრატეგიის მიხედვით კურორტი 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში.

კურორტის განვითარების არეალი – 633.45 ჰა მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით”გოდერძი” ერთდროულად 7 000 დამსვენებელის მიღებას შეძლებს.

განაშენიანების რეგულირების გეგმით კურორტზე დასასვენებელი, სპორტული და სარეკრაციო ადგილები განისაზღვრა. დოკუმენტი ასევე, კურორტზე განსათავსებელი ობიექტების ქალაქმშენებლობით პარამეტრებს, ობიექტების გაბარიტებსა და სიმაღლეს მოიცავს.

განაშენიანების გეგმაში ასევე გაწერილია შენობების ადგილი, მათი ფუნქციური დანიშნულება, შიდა გზების კონტური, საინჟინრო-კომუნლაური ინფრასტრუქტურის სქემა. ახალი რეგულირეგის გეგმით კურორტის არსებულ 2 საბაგირო გზას კიდევ 4 დაემატება, მოეწყობა ასევე ახალი სათხილამურო ტრასები.

კურორტის 2017 წლის ბიუჯეტით უკვე განსაზღვრულია ცენტრალური გზიდან კურორტამდე მისასვლელი 500 მეტრი გზისა და შიდა საკურორტო 1 750 მეტრი გზის კეთილმოწყობა. აღნიშნული პროექტები დაახლოებით 4 მლნ. ლარით დაფინანსდება.

,,ჩვენმა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამართა პრეზენტაცია კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. სულ მალე ჩვენ ვიხილავთ საერთაშორისო დონის კურორტს. დღეს განვიხილეთ პროექტები, ვისაუბრეთ მათ მნიშვნელობაზე. წარდგენილია ახალი სასტუმრს მშენებლობის კონკრეტული გეგმები, ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების, გაზიფიკაციის, ზოგადად ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმებიც. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მთაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. კურორტი „გოდერძი“ საერთაშორისო დონის კურორტი გახდება,რომელიც აქტუალური იქნება წლის ოთხივე სეზონზე” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კურორტ გოდერძის განვითარების სტრატეგიის მიზანია: კომპლექსურად განვითარებული კურორტი. გააზრებული, პრაქტიკულად განხორციელებადი გეგმით, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგრძლივება, მაღალმთიან რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები