დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმZღვანელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მთავრობის რეკომენდაციებსა და მოქალაქეების მხრიდან მათ შესრულებაზე საუბრობს. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, კუს ტბაზე ჯგუფურად არ წავიდეთ და ყველამ ერთად არ ვირბინოთ.
"ოქროს სტანდარტი გვაქვს...ჩინელებმა გვაჩუქეს ტესტი და აპარატურა" - ამირან გამყრელიძე
არც ერთი ადამიანი არ არის ქვეყანაში, რომელსაც ტესტირება სჭირდება და არ უტარდება
„კუს ტბაზე თუ ლისის ტბაზე თითო-თითოდ თუ ირბენთ, კარგია, მაგრამ თუ ჯგუფურად ირბენთ და თან ისაუბრებთ, ეს არ არის კარგი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ წესი, რასაც ჯანდაცვის უწყება და იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. თუ ეს დაცვა არ იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო უფრო გამკაცრებებზე იმსჯელებს, როგორც მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში გამკაცრდა საკარანტინო ღონისძიებები.
ეს უკვე შემდგომი მსჯელობის საგანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი რა რეკომენდაციებს იძლევა, მაპატიეთ, მაგრამ ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.