LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის ასასვლელი გზაც კეთდება: ვნახოთ ამას მაინც თუ დაამთავრებენ დროზე

240
1(3)

თბილისის მერია კუს ტბაზე ასასვლელი გზას აკეთებს. გზაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.

“ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული და მოხდება გამაგრება. დღე და ღამის განმავლობაში იქნება სამუშაოები, რომ სწრაფად დავამთავროთ” – განაცხადა ახა კალაძემ.

კახეთის გზატკეცილზე საცობების გამო ხალხი მანქანებს შუა ქუჩაში ტოვებს - როდის დასრულდება სამუშაოები

პარალელურ რეჟიმში, განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განვათავსოთ.

სრული რეაბილიტაცია სამკილომეტრიან გზას ჩაუტარდება და ასფალტის საფარი 20 000 მ²-ზე ფართობზე მოეწყობა.

სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2.5 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯი არ ჯი” აწარმოებს.

 

mazda magti 5g