Kuwait Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება. უფრო კონკრეტულად კი, 4 ივნისიდან, ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
შეგახსენებთ, Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო.
