65 წლის რეჟისორმა, „ოქროს პალმის რტოს“ ლაურიატმა გას ვან სენტმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ცნობილ ფილმზე „კუზიანი“ მთა სწორედ მას უნდა ემუშავა და ბოლო მომენტში პროდიუსერებმა ის ენგ ლითი ჩაანაცვლეს, რომელმაც ფილმისთვის „ოსკარიც“ მიიღო.
რეჟისორი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად მთავარ როლზე ლეონდარო დიპაკრიო და ბრედ პიტი განიხილებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით ისინი ჯეიკ გილენჰალითა და ჰიტ ლეჯერით შეცვალეს.
გას ვან სენტი ამბობს, რომ სცენარზე მუშაობისას მან მთავარი როლები დიკაპრიოს, პიტს, ასევე მეთ დეიმონსა და რაიან ფილიპსაც შესთავაზა, თუმცა ყველა მსახიობმა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ჯამში ფილმმა სამი „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, ადაპტირებული სცენარისა და საუნდტრეკისთვის.