LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვარაცხელიას სამშობლოში, ვისურვებდი, ბევრი ხვიჩასნაირი გაიზარდოს“ – წალენჯიხაში იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

535
იუვე

წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ოფიციალურად გაიხსნა, სადაც წვრთნებს იტალიიდან ჩამოყვანილი და ადგილობრივი სპეციალისტები ჩაატარებენ. მათ გადამზადება იტალიაში იუვენტუსის კლუბში გაიარეს.

წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე ღონისძიებები გაიმართა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოფიციალურად „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ იტალიის ქალაქ ტურინში იუვენტუსის პროფესიონალურ ვარჯიშებში ქართველმა მწვრთნელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა და მოხდა მათი სერტიფიცირება.

„ბავშვებმა უკვე მიიღეს მთელი ეკიპირება და დაიწყეს ვარჯიში. ვარჯიშები იტალიელი და იტალიაში გადამზადებული ქართველი მწვრთნელების ხელმძღვანელობით გაიმართება. სექტემბერში კი იქნება ძალიან დიდი გახსნა, სადაც დავპატიჟებთ ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ხალხს, ვინც ფეხბურთს გულშემატკივრობს, მონაწილეობდა წარსულში ფეხბურთში იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ საქართველო არამარტო ფეხბურთის და წარმატებული ქვეყანაა, არამედ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის ქვეყანაა. კვარაცხელიას სამშობლოსა და კუთხეში, მე ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ხვიჩასნაირი ბიჭი და კიდევ უკეთესი გაიზარდოს“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, პირველ ნაკადში 70 ფეხბურთელი ირიცხება.

 

„იუვენტუსთან“ კონტრაქტს ხელი მოეწერა: „ვულოცავ წალენჯიხელებს და ყველა გულშემატკივარს“  

mazda magti 5g