LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი” აშენდება

427

კვარიათში ახალი სასტუმრო კომლექსის „თვინ თაუერსის“ მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე კომპანია “გრინ ვალეი დეველოპმენტი” ახორციელებს.

განსახორციელებელი პროექტი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, რომლის საერთო მოცულობა 74000 მ.კვ. შეადგენს და ორ ოცდარვა და ერთ ოც სართულიან ნაგებობას ითვალისწინებს.

კომპლექსში განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, შიდა და გარე ავტოსადგომი.

პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

მშენებლობის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო, მისი თქმით, ეს კიდე ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

„რეგიონში გრძელდება ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელება. ,,თვინ თაუერსი“ წარმოადგენს სასტუმრო კომპლექსს, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი დიდი არაბული ინვესტიცია საქართველოს ტერიტორიაზე. რეგიონში განხორციელდება 30 მლ ოდენობის ინვესტიცია, რაც მნშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და 

განვითარებისთვის. ასევე ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას. დასაქმდება 500-მდე საქართველოს მოქალაქე. ჩვენი რეგიონის სტუმრებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ კომფორტულად. მომავალში მრავალი პროექტი იქნება დაანონსებული და განხორციელებული “ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

კომპანია „გრინ ვალი“ 2004 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაარსდა. ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს უძრავი ქონების დეველოპმენტი, რომელსაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. საქართველოს მიმართულება კომპანიისთვის ახალია. საქართველოში დეველოპერული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიამ ბათუმში, კერძოდ, გონიოს დასახლებაში კერძო საკუთრებაში არსებული 14381 კვ.მ არასასაფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეიძინა.

ამ ეტაპისთვის კომპანიის მიერ მსოფლიოს 8 ქვეყანაში (საქართველო, ლიბანი, თურქეთი, ტაილანდის სამეფო, მაროკოს სამეფო, ეგვიპტე, ბოსნია) განხორციელებულია ან/და ხორციელდება სხვადასხვა ძვირადღირებული დეველოპერული პროექტი.

https://www.youtube.com/watch?v=vxc-Kkn2BaY&feature=youtu.be

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g