LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი მოათავსეს

213
c555afce95f45d27bd05db0169b4076f

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

როგორც „ლაივპრესს“ „ევექსის“ წარმომადგენელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა, ბავშვებს აღენიშნებათ დიარეა და პირღებინება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g