LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვესიტაძე გაბუნიას: „ისევ პუტინს მიაწექი!..“

1845
ფორტუნა - 2023-09-05T153037.095

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანი, ეკა კვესიტაძე სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას სოციალურ ქსელში მცირე კომენტარით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაბუნიას განცხადება მისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.

გაბუნია „მთავარი არხზე“: „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს

„ჩემი ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას – ისევ პუტინს მიაწექი!

ვრცელ მკაფიო პასუხს ჩემთვის სრულიად მიუღებელ მის განცხადებებზე მოისმენთ ჩემი გადაცემის მონოლოგში. აი, ასე ვხსნით ახალ სეზონს – დღეს 22:00 საათზე“. – წერს კვესიტაძე.

 

ჩემი ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას – ისევ პუტინს მიაწექი!
ვრცელ მკაფიო პასუხს ჩემთვის სრულიად მიუღებელ მის…

Posted by Eka Kvesitadze on Tuesday, September 5, 2023

 

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს, „მთავარი არხის“ დირექტორმა ამავე არხის გადაცემაში „შუადღის ეთერში“ თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

კობახიძე: „კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით „დალაგდნენ“ და ეს გიორგი გაბუნიამაც დაადასტურა – ნახავთ ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g