LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით „დალაგდნენ“ და ეს გიორგი გაბუნიამაც დაადასტურა – ნახავთ ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა “

290
კობახიძე გაბუნიაზე და კეზერაზე

„მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით „დალაგდნენ“ და გიორგი გაბუნიამაც ეს დაადასტურა“, – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას, „მთავარი არხის“ დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების თაობაზე.

გაბუნია „მთავარი არხზე“: „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „მთავარი არხი“ ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოემსახურება და არა კონკრეტულად პარტია „ნაცმოძრაობას“:

„ეს არის რეალურად ერთგვარი თამაში, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით ერთმანეთთან დალაგდნენ.

ანუ „მთავარი არხი“ ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოემსახურება და არა კონკრეტულად პარტია „ნაცმოძრაობას“. ეს იქნება კეზერაშვილის ხაზიც და ხაზარაძის ხაზიც.

კობახიძე: დავით კეზერაშვილი, ეს ოლიგარქი რატომღაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში

ეს ინფორმაცია ჩვენ წინასწარ გვქონდა და რეალურად, გიორგი გაბუნიას ეს გამოსვლა, ამის დადასტურება იყო. აი, ნახავთ ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა და დამატებით გამოიკვეთება „ლელოს“ ხაზი. ამაში ფინანსებიც არის ჩართული სხვათა შორის. ორივე დააფინანსებს „მთავარ არხს“, ჩვენი ინფორმაცია ეს არის“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g