რა უნდა გავითვალისწინოთ ალერგიულმა ადამიანებმა და რა ტიპის ხეებს უნდა მოვერიდოთ, ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ნინო მჭედლიშვილმა ისაუბრა.
„მინდა აღვნიშნო კვიპაროსი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ასე მასიურად ირგვება პარკების გამწვანებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ალერგენული ხეა. გარდა იმისა, რომ შეიძლება, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ასთმის შეტევა გამოიწვიოს, მას აქვს ჯვარედინი რეაქცია ატამთან და ციტრუსთან. მყავდა პაციენტი, რომელმაც მიირთვა ატამი, დაემართა ანაფილაქსიური შოკი, კლასიკური მიმდინარეობით, სუნთქვის გაძნელებით, ბრონქოსპაზმით, დიარეით, ღებინებით, წნევის ვარდნით. ამ ადამიანს მართლაც დროულად აღმოუჩინეს დახმარება და გადაარჩინეს. დიაგნოსტიკის შემდგომ აღმოჩნდა, რომ თვითონ ატამი კი არ იყო დამნაშავე, არამედ კვიპაროსის მოლეკულა, რომელიც მსგავსია ატმის, რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს, როგორც კვიპაროსის ცილას და ვითარდება ასეთი სისტემური რეაქცია. შესაბამისად, რაც ვიცით, რომ ძალიან ალერგიულია, კვიპაროსი, არყის ხე, ზეთის ხილის ხე, ასეთი მასიური დარგვებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ახლა, ძალიან პოპულარული გახდა კერძო დასახლებების გაშენება და იმის ნაცვლად, რომ ჯანსაღი გარემო შექმნან, პირიქით, სულ კვიპაროსებს რგავენ. ადრე თუ გვიან, 5-10 წელიწადში, მასიურად დაავადდებიან ეს ადამიანები. უნდა შევეცადოთ არ დავრგოთ მავნე ხეები, ასევე ვაკონტროლოთ გამონაბოლქვი, რათა დადასტურებულია, რომ ამ დაბინძურებას ალერგიული ფონის გამწვავება ნამდვილად შეუძლია.“- განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.