LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა

70

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, ქრიზოსტომოს II-მ მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას. ამის შესახებ კვიპროსში უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ გამოთქვა უკრაინის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა უკრაინის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კვიპროსში უკრაინის ელჩ ბორის გუმენიუკის და არქიეპისკოპოსის შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიასაც.

შეგახსნებთ, მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g