კვიპროსში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარტია „დემოკრატიულ კრებას“ ამომრჩეველთა 27-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო პარტია „კვიპროსის მშრომელი ხალხის პროგრესულ პარტიას“ არჩევნებზე მისული მოქალაქეების 22-მა პროცენტმა მისცა ხმა.
მესამე ადგილს „დემოკრატიული პარტია“ იკავებს, რომელსაც მოსახლეობის 11,3%-მა დაუჭირა მხარი.