საქართველოს პრემიერ-მინისტრი მზად არის პარლამენტში პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას დაესწროს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, განცხადება ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
“წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ და პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დაპირისპირება უნდა დასრულდეს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ დასწრებია, რაც პოლიტიკური კამათის საგანიც გახდა.