კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი:
29.04.2022
მთვარე უკვე მიდის დასასრულისა და ახლიდან დაბადებისკენ, ამიტომ დღეს საქმის წამოწყება არ არის რეკომენდებული, შესაძლოა ამან ბევრი დანაკარგი მოგიტანოთ.
მღელვარებას და შიშებს არ უნდა ავყვეთ. მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას თუ რა გვჭირდება ცხოვრებაში. დღეს იდეალური დროა იმისთვის, რომ წარსულის ნეგატივს, არასაჭირო კონტაქტებს, რთულ სიტუაციებს გამოემშვიდობოთ, რათა ახალ მთვარეს სუთა ენერგიითა და აზრებით შეხვდეთ.
კარგი პერიოდია ორგანიზმის გაწმენდისა და გაჯანსაღებისთვის.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. მეტად პოზიტიური დღე იქნება ვერძებისთვის და თევზებისთვის.
დღეს უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ სასწორები და მშვილდოსნები, რადგან არის საფრთხე, რომ მათ ნათქვამს სწორად ვერ გაიგებენ, რაც გამოიწვევს უთანხმოებას.
30.04.2022
ძველიდან ახალში გადასვლის პერიოდია, როდესაც კოსმოსი გვაძლევს შესაძლებლობებს დავიწყოთ თავიდან, შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხები. გვექნება ძალა მოვუყაროთ თავი აზრებს და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის დავიწყოთ მზადება.
იყავით მადლიერი ყველა იმ წარსული გამოცდილების, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში, ამით ჩვენ ვასრულებთ მათ და უფრო ადვილად გადავდივართ ახალ ეტაპზე.
დღევანდელი სიზმრები მიგანიშნებენ თუ რამდენად სწორად იქცეოდით განვლილ პერიოდში, თუ ისინი ნეგატიურია, ნიშნავს, რომ რაღაც შესაცვლელია თქვენს ცხოვრებაში და პირიქით.
მნიშვნელოვანია წარსული ვალდებულებების მაქსიმალურად გასტუმრება, რათა ახალი თვის დასაწყისში არ გადმოგყვეთ ეს ენერგია.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუროებისთვის, ქალწულებისთვის, სასწორებისთვის. მათ ეძლევათ შანსი გაუშვან ნებისმიერი არასასურველი სიტუაცია და ადამიანი თავიანთი ცხოვრებიდან.
კირჩხიბებისთვის და მერწყულებისთვის განსაკუთრებით საფრთხილოა ახალი წამოწყებები და შეთავაზებები, რომელიც დღეს მოდის.
01.05.2022
დღეს ახალი ენერგო-ინფორმაციული ნაკადები შემოდის, დაიწყო მთვარის პირველი დღე და ახალი ციკლი. გარდა ამისა, გვაქვს დაბნელების კორიდორი. ჯერ ბნელდება მზე, ხოლო 16-ში გვექნება მთვარის დაბნელება და გავივლით ამ კორიდორს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია საკუთარი ცხოვრების გაწმენდა, განახლება და მავნე ჩვევების და ტოქსიკური ადამიანების მოშორება.
კორიდორის დროს კარმა ხშირად გვახსენებს თავს, ეს პერიოდი მიგვითითებს ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე, შეცდომებზე და იმაზე თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი
ეს დღე კუროებისთვის და მორიელებისთვის შედარებით რთული იქნება, რადგან ბევრი ინფორმაციითა და ემოციით იქნება დატვირთული.
დადებითი დღე იქნება თევზებისთვის, კირჩხიბებისთვის და თხის რქებისთვის. მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ წამოიწყონ მათთვის სასურველი სიახლეები.
02.05.2022
დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ურთიერთობების კუთხით. იქნება ბევრი დაძაბული მომენტი, რომელიც შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს. ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია არ უნდა აღიქვათ ემოციურად. არსებობს საფრთხე, რომ ბუზი სპილოდ მოგვეჩვენოს, ამიტომ გადავამოწმოთ ინფორმაცია და დავიცვათ ზომიერება საკუთარი აზრების გამოხატვისას.
ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ აზარტულ თამაშებს, შეჯიბრებებს, მტკიცებებს, რადგან ეს შესაძლოა არ დასრულდეს თქვენს სასარგებლოდ.
დღევანდელ დღეს კარგია დაიწყოთ ახალი რამის შესწავლა, იქნება ეს ახალი ენა, ზოგადი ცოდნა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, პროფესიული გაღრმავება თუ სხვა.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტყუპებზე და მერწყულებზე.
მეტი სიფრთხილე და ემოციური წონასწორობის შენარჩუნება მართებთ ვერძებს, თხის რქებსა და თევზებს.
03.03.2022
დღევანდელი დღე გამოირჩევა აქტიური, ცოცხალი, მებრძოლი ენერგიით. დღეს დაუშვებელია სიზარმაცე, საქმეების გადადება, პასიურობა. მნიშვნელოვანია, რომ მთელი დღის მანძილზე ვიყოთ აქტიურები, დავიცვათ საკუთარი საზღვრები, გავამყაროთ საკუთარი რეპუტაცია, გავცეთ საკადრისი პასუხები.
მოჭარბებული აგრესია და ენერგია მნიშვნელოვანია მივმართოთ იმ მიზნების მისაღწევად, რაც დასახული გვაქვს. საზოგადოებაში დღეს ხშირია ურთიერთბრალდებები, ჭორების გავრცელება, აგრესია, კონფლიქტი.
დღევანდელ დღეს სასიკეთოა სპორტული აქტივობები.
დღეს რეკომენდებულია თმის შეჭრა, დღეს შეჭრილი თმა გაცილებით სწრაფად იზრდება.
ეს დღე დადებითია ტყუპებისთვის, ვერძებისთვის, მორიელებისთვის. მათ ექნებათ საჭირო ენერგია და რესურსი მიზნების მისაღწევად.
მეტი ყურადღება მართებთ კუროებს, სასწორებს და მშვილდოსნებს, რათა ზედმეტად არ ჩაებან კამათში ან დაპირისპირებაში.
კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის :
ვერძი
ვერძებო ბედის სადავეები თქვენს ხელშია. ეს პერიოდი საინტერესოა იმ კუთხით, რომ ხელს არაფერი გიშლით. თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ წარმართავთ ამ პერიოდს.
მაქსიმალურად დაგჭირდებათ მოხერხებულობის, კრეატიულობის გამოყენება, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი.
კონკრეტული საქმეები გაჭიანურდება, თუმცა 28 რიცხვიდან მეტად ნათელი გახდება პასუხები. ამ პერიოდში ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
კურო
კუროსთვის ეს კვირა კვლავ წარმატებულია, მათ ექნებათ საჭირო დრო და რესურსები წარმატებისთვის და მოქმედებისთვის.
კუროებო თქვენს ქმედებებს გარშემომყოფები მეტად შეამჩნევენ, ადვილად მოიპოვებთ აღიარებას და გამარჯვებას.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მოულოდნელობები, სამყარო თქვენს მხარესაა. კვირის ბოლოს გართულებები იჩენს თავს ურთიერთობებში, მეტად მოზომეთ ის, რისი თქმაც გინდათ საყვარელი ადამიანისთვის.
ტყუპები
ტყუპებო 30 რიცხვამდე შედარებით რთული პერიოდი გაქვთ. გაურკვევლობები, არასასიამოვნო განცდები, თქვენს კონტროლს ამ პერიოდში ცოტა რამ ექვემდებარება, ამიტომ ჯობს მიიღოთ რაღაცები ისე, როგორც არის.
კვირის ბოლოს თქვენი გონება მეტად ნათელი გახდება, მარტივდება ადამიანებთან ურთიერთობაც და დაიბრუნებთ საკუთარ პოზიციებს.
კირჩხიბი
კირჩხიბებო ეს კვირა თქვენთვის განახლების, ახალი ემოციების მიღების, სასიყვარულო გრძნობების მატების იქნება.
პარტნიორული ურთიერთობები წინა პლანზე მოდის, თქვენი შეგრძნებები გაორმაგებულია. მოერიდეთ უკიდურესობებს, ჭარბად ემოციის გამოხატვას, რაც თქვენთვის დამახასიათებელია.
ლომი
ამ პერიოდში ლომებს მოჭარბებულად ექნებათ შემოქმედებითი ენერგია, რითაც მარტივად შეძლებენ პრობლემების გადაჭრას, სიტუაციების გამოსწორებას.
მიუხედავად თქვენი ენერგეტიკული ტონუსისა ეს კვირა დატვირთული იქნება წინააღმდეგობებით ადამიანების მხრიდან, ეცდებიან დაგაეჭვონ საკუთარ შესაძლებლობებში, ამიტომ იყავით ყურადღებით, მუდმივად გახსოვდეთ ვინ ხართ და რა შეგიძლიათ.
ქალწული
ქალწულებისთვის ისევ უჩვეულო გარემოა. მათ ამ პერიოდში ბევრი რამის გადაფასება, გადახარისხება უწევთ.
ბევრი ახალი შესაძლებლობა ჩნდება პირადი ურთიერთობების და ასევე სამსახურებრივ სფეროში. მთავარია, არ გაუშვათ შესაძლებლობები ხელიდან, ეცადეთ, ნაკლებად კრიტიკულები იყოთ ამ მიმართულებით.
სასწორი
სასწორებმა ეს პერიოდი სიახლეების ძებნას უნდა დაუთმონ. ამ პერიოდში ნაკლები დაბრკოლებები გაქვთ ცხოვრების გზაზე და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.
შესაძლებელია ახალი საქმიანობის სფერო და გატაცება გამოჩნდეს, რომელიც აქამდე არ ჩანდა.
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ამ კვირის განმავლობაში.
მორიელი
მორიელებისთვის არ არის მარტივი პერიოდი, მათ უწევთ დაიცვან საკუთარი ურთიერთობები, როგორც ზემოქმედებისგან, ასევე საკუთარი თავისგან.
აუცილებელია დაასრულოთ წარსული უსიამოვნებები და მიიღოთ ის გაკვეთილები, რაც უკვე გაიარეთ.
კარგი პერიოდია სწავლა-განათლების მიმართულებით, თუ გსურთ რაიმე ახლის შესწავლა, გამოიყენეთ ეს დრო.
თევზები
თევზებო ცა ისევ თქვენთვის ანათებს, ასეთი პერიოდი ნამდვილად იშვიათია და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, გაქვთ შანსი ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ.
მთავარია ზედმეტად არ აჰყვეთ წარმოდგენებს და მიჰყვეთ ნამდვილ ინტუიციას.
ამ პერიოდში მაქსიმალურად აქტიურდება პარტნიორული საკითხები. მიაქციეთ ყურადღება, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ეს არ იქნება შემთხვევითი შეხვედრები.