LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი თაობის ადამიანები ძალიან მდიდრები ვიყავით, არა აგარაკებით და ქონებით… ეგ საერთოდ არ გაგვაჩნდა! ურთიერთდამოკიდებულებით, კულტურით, განათლებით…“ – ნანი ბრეგვაძის ემოციური მოგონება

339
ნანი ბრეგვაძე

ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე გადაცემაში „პროექცია“ იხსენებს პერიოდს, როდესაც კეთილდღეობა არა აგარაკებითა და მანქანებით, არამედ განათლებითა და გარემომცველი ადამიანებით იზომებოდა. განსაკუთრებული აქცენტი მომღერალმა იმ თაობის სულიერ სიმტკიცეზე გააკეთა, რომელმაც გადასახლებები და უამრავი ტკივილი გამოიარა.

ნანი ბრეგვაძის თქმით, მაშინ სილამაზე ყველაფერში იგრძნობოდა, ადამიანებში, მუსიკასა და ხელოვნებაში, რომელიც იმ წლებში განვითარების პიკზე იმყოფებოდა.

„ჩვენ, ჩემი დროის ხალხი ძალიან მდიდრები ვართ იმ ცხოვრებით, არა, აგარაკებით ან მანქანებით, ეგ საერთოდ არ გაგვაჩნდა, არამედ ურთიერთდამოკიდებულებით, განათლებული ხალხით, კულტურით… ულამაზესი ხალხი ცხოვრობდა. კაცები, ქალები, ბავშვები… რა სილამაზე იყო! მუსიკა და ხელოვნება პიკზე იყო.

დედაჩემის დროს ცხოვრება სულ სხვა იყო, 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლები – ეს იყო ნამდვილი „ოქროს ხანა“ მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ნამდვილად, რა თქმა უნდა, ბევრი ცუდი რამეც გადავიტანეთ, მაგრამ გახსოვთ ის ლამაზი ქალები, ქმრების გამო, გადასახლებული რომ იყვნენ, ძალიან ლამაზი ხალხი, როცა ჩამოვიდნენ, ღვარძლიც კი არ იყო, მათ ნაამბობში, იმ რთულ ცხოვრებაზე, რაც გამოიარეს, ზიზღი არ იგრძნობოდა ერთმანეთის“, – აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g