LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 მაისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4083
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – ძალიან საინტერესო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომისუნარიანობა და ენთუზიაზმი, შედეგიანობა და წარმატების შანსები. კარგი პერიოდია გლობალური პროექტების დაწყებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენდები ძველი საქმეებიდან.

კურო –  მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შინაგანი შარმი და მიმზიდველობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. ბრწყინვალე პერიოდია ახალი საქმიანი კონტაქტების გაბმისა და სასარგებლო ნაცნობების შესაძენად, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, რადიკალური ცვლილებების განხორციელებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დიდი ხნის სურვილების ასრულებისთვის.

ტყუპები –  წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა. იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, შეძლებთ გასულ კვირებში დაგროვილი საქმეების დასრულებას. მართალია, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შანსი მოგეცემათ, მაგრამ არ ღირს მტრებისა და მოშურნეების დავიწყება, ვისაც ძალიან არ სიამოვნებს თქვენი წარმატება და ჭორებითა და ინტრიგებით ცდილობს ხელის შეშლას. თავი შეიკავეთ რისკისა და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისგან. იმოქმედეთ ფრთხილად და გეგმების ზედმეტი აფიშირების გარეშე, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი ნაგატიური ადამიანებისგან.

კირჩხიბი – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, არაა გამორიცხული შეხვდეთ ძველ ნაცნობებს, ვისთან ერთად ახალი პროექტის ან საქმის დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. მთავარია, არ დაიზაროთ და გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.

ლომი – მართალია, ნელ-ნელა გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც არ ღირს გადაღლა, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და სერიოზულ საქმეებს შეჭიდება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, გეგმების დასახვისა და მომავალი პროექტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. არაა გამორიცხული მიიღოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი, თუმცა თქვენს შეფერხებას ეცდებიან ის ადამიანები, ვინც არ გენდობათ, სკეპტიკურადაა განწყობილი თქვენს მიმართ და ნაკლებად სჯერა თქვენი შესაძლებლობების. ეცადეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინოთ კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიმართ.

ქალწული – მეტად პერსპექტიული და შედეგიანი კვირაა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, გაძლიერდება თვითრწმენა და ახალი გამოწვევების დაძლევის სურვილი. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინტელექტუალური, სულიერი განვითარებისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა გაიძულოთ ძველი წარმოდგენების და შეხედულებების გააზრება და გადაფასება. შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები და შეიძინოთ ახალი საქმიანი პარტნიორები, ვინც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

სასწორი – ეტაპობრივად გაუმჯობესებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, გაძლიერდება ნებისყოფა და თვითრწმენა, რაც გადადებული საქმეების დასრულებასა და რთული საკითხების მარტივად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.  არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგეცეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, მთავარია მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედოთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით. ამ კვირაში განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვინც ფსიქოლოგიის სფეროში საქმიანობს ან მოყვარულის დონეზე ინტერესდება ადამიანის ფსიქოლოგიით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ნაცნობებსა და მეგობრებთან ურთიერთობისას, რადგან შესაძლოა სწორედ ახლა შეიტყოთ ის ინფორმაცია, რომელსაც დიდხანს გიმალავდნენ ან შეგნებულად გაწვდიდნენ არასწორად.

მორიელი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს თვითრწმენა და ენთუზიაზმი, ბევრად მხნედ და კომფორტულად იგრძნობთ თავს იმ ადამიანების გარემოში, ვისთანაც ყოველდღე გიწევთ ურთიერთობა. მართალია, უამრავ საინტერესო და სარფიან შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ არ ღირს ყველას ნდობა და ყველა შეთავაზების დაუფიქრებლად მიღება. არაა გამორიცხული დაუგეგმავად მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრება და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გამართვა.  ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საღად აზროვნების უნარი, რათა არ მოტყუვდეთ საეჭვო ადამიანების ცრუ დაპირებებით.

მშვილდოსანი – დინამიური, მეტად დატვირთული კვირაა. მართალია, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ სამუშაოც მეტი გექნებათ შესასრულებელი. არ ღირს პასუხისმგებლობის და საკუთარი ვალდებულებების სხვაზე გადაბარება, რადგან საბოლოოდ მაინც თქვენ მოგიწევთ ყველა საქმის შესრულება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ ახალ პროექტებში ჩაბმის შეთავაზება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. მთავარია, არ დაიზაროთ, მეტი სერიოზულობა გამოიჩინოთ საკუთარი ვალდებულებების მიმართ და სრულყოფილად შეასრულოთ ნებისმიერი სამუშაო.

თხის რქა – ძალიან კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, თვითრწმენა და ოპტიმიზმი. თუმცა არ ღირს ზედმეტად გატაცება, აზარტს, ავანტიურულ შეთავაზებებს აყოლა და ზედმეტად გარისკვა. კარგი პერიოდია ლიდერული თვისებების გამოვლენისთვის, გავლენის სფეროების გაფართოებისა და ავტორიტეტის გაძლიერებისთვის, თუმცა არ სცადოთ სხვისი წარმატების მისაკუთრება და საკუთრად გასაღება, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას. მოისმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები.

მერწყული – წინა კვირასთან შედარებით ბევრად დინამიური კვირაა. მართალია, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ გრძნობების და ემოციების მართვა. კარგი პერიოდია ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის, საქმიანობის სფეროს შეცვლისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, თუმცა არ ღირს გაუაზრებელი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.

თევზები – საკმაოდ საინტერესო კვირაა. გაუმჯობესებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, მოიმატებს თვითრწმენა, ენთუზიაზმი და და ოპტიმიზმი. კარგი პერიოდია იურიდიული პრობლემების და კონფლიქტების მოსაგვარებლად. გარეგნობის შეცვლისა და გარდერობის განახლებისთვის. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეხვდეთ ძველ ნაცნობებს ან აღადგინოთ ძველი რომანტიკული ურთიერთობა, თუმცა არ ღირს ემოციებს აყოლა და იმ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ.

გეომაგნიტური დღეები – 15, 16 და 19 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები