LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (14-20 აგვისტოს) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

8631
მიხეილ ცაგარელი

ზოდიაქოს ყველა ნიშანს სიფრთხილის გამოჩენა მართებს 16 აგვისტოს -ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეს. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა,  მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ ნერვიულობას და სტრესულ სიტუაციებს, თავი შეიკავოთ ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან.

ვერძი  – საკმაოდ კარგი კვირაა 16 აგვისტოს გამოკლებით, როცა მოიმატებს ჯანმრთელობის პრობლემები, ცდუნებები და შეცდომების დაშვების ალბათობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას. კარგი პერიოდია ძველი იდეების და პროექტების განსახორციელებლად, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. ძალიან გაგიმართლებთ თუ ლატარიის ბილეთებს შეიძენთ, კონკურსებში და სხვადასხვა გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას.

კურო –  ნაკლებად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი 16 აგვისტომდე, თუმცა მეორე ნახევარში გაძლიერდება ენერგოსტატუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად მაინც არ ღირს ამ კვირაში ახალი საქმის დაწყება, შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ტყუპები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა 16 აგვისტოს გამოკლებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ცოდნის შესაძენად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ლაპარაკი, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. თავი შეიკავეთ ინვესტიციებისა და  მსხვილი საყიდლების გაკეთებისგან, განსაკუთრებით არ ღირს ფულის ხარჯვა 16 აგვისტოს, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ მძიმე შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. აკონტროლეთ ემოციები, მართალია ზოგჯერ გამაღიზიანებელი იქნება გარშემომყოფთა სიტყვები და მოქმედება, მაგრამ მაინც არ ღირს ნეგატიურ ემოციებს აყოლა და მათ ქცევაზე რეაგირება. ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები კვირის მეორე ნახევრისთვის გადადოთ, პირველ ნახევარში კი, დამშვიდდეთ და მეტი დაისვენოთ.

ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა თქვენი დროა. ეცადეთ მთელი კვირა აქტიურად გაიაროთ 16 აგვისტოს გამოკლებით. განახორციელეთ ყველაზე თამამი გეგმები, დაასრულეთ გადადებული პროექტები, რომელთა წარმატების იმედი ნაკლებად გქონდათ, ახლა კი, შანსი გაქვთ სწორედ მათი წყალობით მიიღოთ დივიდენდები. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი სამსახურის მოძიებისა და საკუთარი საქმის დასაწყებად, მთავარია არ მოდუნდეთ, რადგან იღბალი თქვენს მხარესაა და წარმატება გელით ნებისმიერ სფეროში.

ქალწული – ნაკლებად გაუმართლებს ქალწულს, რომლისთვისაც განსაკუთრებით კვირის პირველი ნახევარი იქნება რთული, როცა სხვა უსიამოვნებებთან ერთად ფარული მტრები და მოშურნეებიც ეცდებიან პრობლემების შექმნას. შედარებით მშვიდი და შვების მომტანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე ბევრად მარტივად შეძლებთ რთული საკითხების გადაწყვეტას. თავი შეიკავეთ რისკისა და სპონტანური მოქმედებისგან, არ ღირს დაუფიქრებელი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება.

სასწორი – სიახლეების კვირაა. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან დაიწყოთ ახალი საქმე, შეიძინოთ ახალი ბინა ან გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორები გახდებიან და მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებას. მთავარია, გააქტიურდეთ ინტენსიურად მოიძიოთ ინფორმაცია და გაიცნოთ ახალი ადამიანები, არ შეუშინდეთ ცვლილებებს და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შანსი.

მორიელი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს სიჯიუტის გამოვლენა და საკუთარი აზრის დაჩემება, გარშემომყოფების გაღიზიანება და სარკაზმით კონფლიქტის პროვოცირება. მოერიდეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ და მხოლოდ დაკარგავთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, ამიტომ უმჯობესია ამ პერიოდისთვის გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება.

მშვილდოსანი – ერთიანობაში მეტად პოზიტიური კვირაა 16 აგვისტოს გამოკლებით. შეძლებთ უცხოელი პარტნიორების შეძენას და საინტერესო მოგზაურობის დაგეგმვას. კარგი პერიოდია ძველი პროექტების დასრულებისთვის, ახალი იდეების გენერირებისა და მათი რეალიზებისთვის. მთავარია, არ იზარმაცოთ და არ გადადოთ მომავლისთვის იმ საქმის შესრულება, რომლის გაკეთება ამ კვირაშიც შეგიძლიათ.

თხის რქა – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, განსაკუთრებით 16 აგვისტომდე. მოერიდეთ ემოციურ დატვირთვას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საკითხების თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვეტა. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის დამატებითი სირთულეების შექმნას.

მერწყული – საერთო ჯამში იღბლიანი და შედეგიანი კვირაა, თუმცა 16 აგვისტოს გამოკლებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ განწყობა და მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, რადგან სწორედ ახლა გაქვთ საკუთარი  ნიჭისა და შესაძლებლობების წყალობით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო შანსი.

თევზები – ნაკლებად იღბლიანი კვირაა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და სიფრთხილე 16 აგვისტოს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, მოვლენების ობიექტურად შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები კვირის მეორე ნახევრისთვის ან შემდეგი კვირისთვის, რომელიც ბევრად წარმატებული იქნება.

გეომაგნიტური დღეები – 14, 15, 16 და 19 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები