LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში გაჩენილი ხანძრის შედეგად „მატა ფიტნესის“ ფილიალი სრულად დაიწვა: „ზარალი 700 000 ლარზე მეტია“ – ფიტნესცენტრის მფლობელების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

10684
მარიამ შინდაგორიძე

16 აგვისტოს, გლდანში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ფიტნესცენტრ „მატა ფიტნესის“ ერთ-ერთი ფილიალი სრულად დაიწვა.

როგორც „მატა ფიტნესის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიამ შინდაგორიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 700 000-ლარზე მეტია.

„ხანძრის შედეგად სრულად არის დაზიანებული დარბაზი და ინვენტარი, სავენტილაციო სისტემა, რაც სრულად ჩვენი გაკეთებული იყო. ზარალი, სამწუხაროდ, 700 000 ლარზე მეტია“, – განუცხადა „ფორტუნას“ მარიამ შინდაგორიძემ.

ცნობისათვის, შეიქმნა ფონდი „მატასთვის“, სადაც, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გადარიცხონ:

„გვინდა დიდი გულისტკივილით გაცნობოთ, რომ რამდენიმე დღის წინ გლდანში სრულად დაიწვა ჩვენი ახალი ფილიალი, რომელიც დიდი ენერგიის და შრომის შედეგად უკვე უნდა გახსნილიყო.

თქვენთან ერთად გვსურდა გაზიარება სიხარულის და ახალი გამოწვევის! სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით, წამებში განადგურდა ყველაფერი.

მხოლოდ ის გვახარებს, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

აუცილებლად გვინდა გამოვეხმაუროთ და უდიდესი მადლობა გადავუხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველ წუთს ვგრძნობთ ჩვენი გუნდისგან, ადამიანებისგან, რომლებიც წლებია, ჩვენთან დადიან დარბაზში, ნათესავებისგან, მეგობრებისგან და სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი ამბავი.

უდიდესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!

თქვენ გვაძლიერებთ!

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

დახმარების სურვილის შემთხვევაში შეიქმნა ფონდი „მატასთვის“.

საქართველოს ბანკი:

GE02BG0000000537601643

თიბისი ბანკი :

GE15TB7009056365100020

მიმღები: მარიამ შინდაგორიძე“, – აღნიშნულია „მატა ფიტნესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

❗️გვინდა დიდი გულის ტკივილით გაცნობოთ, რომ რამდენიმე დღის წინ გლდანში სრულად დაიწვა ჩვენი ახალი ფილიალი, რომელიც დიდი ენერგიის და შრომის შედეგად უკვე უნდა გახსნილიყო. თქვენთან ერთად გვსურდა გაზიარება სიხარულის და ახალი გამოწვევის! სამწუხაროდ ვერ მოვასწარით, წამებში განადგურდა ყველაფერი. 🙏🏻 მხოლოდ ის გვახარებს, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. აუცილებლად გვინდა გამოვეხმაუროთ და უდიდესი მადლობა გადავუხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველ წუთს ვგრძნობთ ჩვენი გუნდისგან, ადამიანებისგან, რომლებიც წლებია ჩვენთან დადიან დარბაზში, ნათესავებისგან, მეგობრებისგან და სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი ამბავი. უდიდესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! თქვენ გვაძლიერებთ! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! დახმარების სურვილის შემთხვევაში შეიქმნა ფონდი “მატასთვის” საქართველოს ბანკი: GE02BG0000000537601643 თიბისი ბანკი : GE15TB7009056365100020 მიმღები: მარიამ შინდაგორიძე

Posted by Mata Fitness • მატა ფიტნესი on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g