LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 მაისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1194
მიხეილ ცაგარელი

ეს კვირა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწა კვლავ ინარჩუნებს დადებით ენერგოველს. ეს პოზიტიური ფონი ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთგაგების ამაღლებასა და ახალი იდეების რეალიზაციას. ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, რაც კოსმოსური ენერგიების სწორად ათვისების საშუალებას გვაძლევს.

პლანეტარული გადაადგილებები ამ კვირაში განსაკუთრებულ გავლენას ახდენს: საქმიანობისა და ენერგიის მმართველი პლანეტა მარსი გადადის კუროს ზოდიაქოში, რაც ჩვენს მუშაობას უფრო მშვიდს, სტაბილურს და პრაგმატულს გახდის. ამავდროულად, სიყვარულისა და ჰარმონიის მმართველი ვენერა გადადის კირჩხიბის ნიშანში, რაც ხელს შეუწყობს საოჯახო ურთიერთობების სტაბილიზაციას. ხუთშაბათიდან კი მზე გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოში, რაც გაზრდის ჩვენს კომუნიკაბელურობას, გონებამახვილობას და ინფორმაციის მიღების სურვილს. ეს კვირა საუკეთესო დროა ახალი იდეების რეალიზაციისთვის, რადგან მომდევნო კვირა შედარებით რთული იქნება.

ვერძი – ვერძებისთვის ეს კვირა შედარებით სტაბილური და მშვიდია. თქვენ მოგეცემათ საშუალება ჩამოაყალიბოთ ახალი საინტერესო პროექტები და იდეები, სადაც ინტუიცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ეს საუკეთესო პერიოდია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და საქმიანი კონტაქტებისთვის. ბიზნესში ჩართულობა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დიდ პერსპექტივას გპირდებათ. ხელსაყრელი დროა პარტნიორებთან ერთად რეფორმების დასაგეგმად. შესაძლოა, გამოავლინოთ ნოვატორული და ლიდერული თვისებები, რაც თქვენს ცნობიერებასაც კი შეცვლის. სწორად გათვლილი ინვესტიციები და კაპიტალდაბანდებები ამ კვირაში გამართლებული იქნება. ვინაიდან ენერგოტონუსი ამ კვირაში მატულობს, თქვენი შრომისუნარიანობა და აქტიური ენერგიაც თვალსაჩინო იქნება.

კურო – კუროებისთვის ეს კვირა ერთ-ერთი საუკეთესოა. მზე ჯერ კიდევ თქვენს ნიშანშია, ხოლო საქმიანობის მმართველი პლანეტა მარსის თქვენთან გადმოსვლა საქმიან აქტიურობას ერთიორად ზრდის. თქვენს წინაშე იშლება ახალი პროგრესული პროექტები და განვითარების პერსპექტივები. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მაღალია. სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის საუკეთესო პერიოდია. აქტიურად ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმეებში, რადგან პარტნიორული თანამშრომლობა ახლა მეტად ნაყოფიერია. ჯანმრთელობა მდგრადია, რაც საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ ნებისყოფა, შეუპოვრობა და მოთმინება. პირად ცხოვრებაში ეს ძალიან რომანტიული პერიოდია, კარგია როგორც ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის, ისე არსებული კავშირების გაუმჯობესებისა და ქორწინებისთვის.

ტყუპები – მოემზადეთ, რადგან თქვენთვის ძალიან საინტერესო „ვარსკვლავური პერიოდი“ იწყება. ხუთშაბათიდან მზე ერთი თვით თქვენს ნიშანში გადმოდის, რაც ენერგიითა და ინიციატივით აგავსებთ. თქვენი გონებამახვილობა და კომუნიკაციის უნარი წინა პლანზე წამოიწევს. საინტერესო იდეებიც გექნებათ. როგორც პედაგოგი ან მრჩეველი, ამ კვირაში შეუდარებელი იქნებით და დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ. თქვენი ავტორიტეტი იზრდება სამართლიანი და უკომპრომისო დამოკიდებულების გამო. მოსალოდნელია საინტერესო მგზავრობა, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი ან თუნდაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. რომანტიული კავშირებისთვის საუკეთესო დროა, სასიყვარულო ურთიერთობებიც მეტად ამაღლდება, ამიტომ ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია თქვენთვის.

კირჩხიბი – თქვენთვის ეს პერიოდი პოზიტიური ცვლილებების მომტანია. თქვენი შრომისუნარიანობა, ნებისყოფა და მოთმინება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, გამოჩნდნენ გავლენიანი მფარველები, რომლებიც თქვენს ახლებურ მოქმედებას შეუწყობენ ხელს. რეფორმატორული პერიოდია, ამიტომ საინტერესო პროექტებში ჩართვა თქვენს პროფესიონალიზმს აამაღლებს. კარგი იქნება სიახლეების შეტანა იმიჯშიც. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ახალი მეგობრული წრის შეკვრას ან ძველი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ინტუიციაზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი ნაბიჯების გადადგმას, რაც საბოლოოდ თქვენს პოპულარობასა და წინსვლას განაპირობებს.

ლომი – ლომებისთვის ეს კვირა საკმაოდ პოზიტიური და საინტერესოა. უფრო თავისუფლად იმოქმედებთ, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პიროვნულ და კარიერულ განვითარებას. ეს პერიოდი ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს თქვენს მსოფლმხედველობაზე. ამასთან, ეცადეთ, ძალიან იდეალისტურად არ აღიქვათ თქვენი პარტნიორები და ზოგადად, ის ცვლილებები, რაც თქვენს გარშემოა, გირჩევთ, იყოთ უფრო მეტად რეალისტები. არ არის გამორიცხული ზოგიერთი თქვენგანი აღმოჩნდეთ საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტების წინაშე. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მით მეტი შანსია თქვენი კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის.

ქალწული – ქალწულებისთვის ეს კვირა პოზიტიურია და შესაძლოა საინტერესო ცვლილებების წინაშეც აღმოჩნდეთ კარიერული განვითარების კუთხით. თქვენი მოთმინება და შრომისუნარიანობა ხელს უწყობს წარმატების მიღწევას. პერიოდი მეტად ხელსაყრელია ფინანსური სტაბილურობის და ახალი შემოსავლის წყაროს მიღების კუთხითაც, შესაძლოა საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ. ახალ ადამიანებთან კონტაქტი და პარტნიორული თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერი იქნება. კვირა პოზიტიურია სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, მათ შორის უცხო ქვეყანაში ცოდნის მიღებისთვის და პროფესიული ზრდისთვის.

სასწორი – სასწორებისთვის ეს კვირა საკმაოდ მშვიდი და სტაბილურია. ენერგოტონუსი უმჯობესდება, შესაბამისად, გემატებათ შრომისუნარიანობა, განწყობაც უმჯობესდება, ემოციური სტაბილურობა წინა პლანზე წამოიწევს. პერიოდი ხელსაყრელია მგზავრობა მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გასაღრმავებლად ახალი ცოდნის მისაღებად, არაორდინალურ ადამიანებთან შეხვედრებისთვის. სხვათა შორის, სასიყვარულო პარტნიორული კონტაქტებისთვისაც საკმაოდ კარგი დროა. თუმცა სამყარო თქვენგან ითხოვს საკუთარი საიდუმლოს დაცვას, ამიტომ ნუ გაამზეურებთ თქვენს გეგმებსა და სურვილებს, რათა თქვენ საწინააღმდეგოდ არ იქნას გამოყენებული.

მორიელი – მორიელებისთვის ეს პერიოდი უდავოდ დასამახსოვრებელია. კარგი დროა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გასამყარებლად. ენერგიას არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია, შეიძლება საინტერესო ცვლილებები მოხდეს სახლში, შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა ადგილსამყოფელი შეიცვალოს ან კაპიტალური რემონტი დაიწყოს, ტრანსფორმაციის კვირაა ურთიერთობების კუთხითაც. კარგი დროა ქორწინებისთვის და ასევე, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, როგორც ბიზნესის ისე პირადი კუთხით. მთლიანობაში ეს ცვლილებები თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის უკეთესობისაკენ.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობაც მდგრადია, თქვენთვის ეს კვირა საკმაოდ ნაყოფიერია, უფრო აქტიური ხდებით, უმჯობესდება განწყობაც.  საუკეთესო დროა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იქნება პერიოდი მგზავრობა-მოგზაურობის კუთხითაც. შესაძლოა კარიერული განვითარების კუთხითაც საინტერესო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. არ არის გამორიცხული თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ძლიერი და გავლენიანი პირები, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან გარკვეულ საკითხებში. ამავდროულად, მოერიდეთ გადამეტებულ ამბიციასა და ამპარტავნობას, ნუ იქნებით ზედმეტად სარკასტულიც, მაშინ კვირა უფრო მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

თხის რქა – თხის რქებისთვის ეს კვირა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მეტ შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა მიაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას. კვირა ხელს უწყობს საინტერესო გეგმებისა და პროექტების როგორც დასახვას, ისევე მათ რეალიზაციას. შეიძლება ისეთი ნიჭი და უნარი აღმოაჩინოთ საკუთარ თავში, რომელზეც ადრე წარმოდგენაც არ გქონდათ. კარგი პერიოდია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ვარჯიშისთვის, რუტინული საქმეების მოსაწესრიგებლად და ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით უშიშარი და მებრძოლი, ნამდვილი ორგანიზატორი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს რეიტინგს სოციუმში. მთლიანობაში ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენს პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას.

მერწყული – მერწყულებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი კვირაა. საშუალება გექნებათ ახლებურად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, უნარი და შესაძლებლობები. მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რაც რადიკალურად იმოქმედებს თქვენს გეგმებზე, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სპონტანური იმპროვიზაციის მოყვარული ხართ, ახალ სიტუაციებში სწრაფ ადაპტაციას შეძლებთ. ძალიან შესამჩნევი იქნება თქვენი გონებამახვილობა, ადვილად იპოვით თანამოაზრეებს. შესაძლოა მოაგვაროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებიც. გაითვალისწინეთ, ამ პერიოდში დროული და სასიკეთო იქნება თქვენი ოჯახის თანადგომა და მხარდაჭერა.

თევზები – თევზებისთვის კვირა დაკავშირებულია სასიკეთო და მნიშვნელოვან ცვლილებებთან როგორც საქმიან ისე საოჯახო კუთხით. შესაძლოა ახალ ბინაში გადახვიდეთ, შენაძენი გააკეთოთ ან უკვე არსებულში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ, მაგალითად, დიზაინის შეცვლის კუთხით. ამ პერიოდში ენდეთ თქვენს გამახვილებულ ინტუიციას, განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობისას. კვირა ხელს უწყობს მრავალფეროვან კონტაქტებს, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიცნოთ ახალი ადამიანები და ჩამოაყალიბოთ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც. არ არის გამორიცხული სერიოზული ცვლილებები შეიტანოთ საოჯახო ურთიერთობებში. ნაყოფიერი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობის კუთხითაც.

გეომაგნიტური დღეები – 18, 20, 23 და 24 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები