LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (26 აგვისტოს – 1-ლი სექტემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

814
მიხეილ ცაგარელი

* ვერძი  – მოულოდნელობების კვირაა. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. კარგი პერიოდია მეგობრებთან და კოლეგებთან უთანხმოების მოგვარებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვისთვის.

* კურო –  გასული კვირისგან განსხვავებით ეს კვირა ბევრად სასიკეთო იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის, ლიდერული თვისებების გამოვლენას და რეპუტაციის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად.

* ტყუპები – სასიკეთო კვირაა პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში გადაჭრათ ძველი უთანხმოება კოლეგებთან და მოიძიოთ ახალი პარტნიორები ერთობლივი პროექტებისთვის. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. არ თქვათ უარი მეგობრებისა და ნათესავების დახმარებაზე, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერა დაგჭირდებათ რთული საკითხების გადასაწყვეტად.

* კირჩხიბი – საკმაოდ აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და კოლეგებს შორის ავტორიტეტის მოპოვებას. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, არაა გამორიცხული მიიღოთ დივიდენდები ძველი პროექტებიდან ან შეთავაზება, რომელსაც დიდხანს ელოდით.

* ლომი – მეტად იღბლიანი კვირაა, მთავარია არ დაიზაროთ და გააქტიურდეთ, დაასრულოთ ძველი საქმეები და გათავისუფლდეთ ძველი ვალდებულებებისგან. არ თქვათ უარი ახალ პროექტებსა და შეთავაზებებზე, რადგან სწორედ ისინი მოგიტანენ დამატებით შემოსავალს. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შეძენისთვის ან მსხვილი კაპიტალის დაბანდებისთვის.  

* ქალწული – კვირის ბოლოს მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, ბევრად იმედიანად შეხედავთ მომავალს. შეძლებთ ლიდერული თვისებების გამოვლენას და საკუთარი ავტორიტეტის გაძლიერებას. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასრულებისთვის, ახალი პროექტების დაწყებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის.

* სასწორი –  მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა, რაც დასვენებისა და ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ. მართალია, თამამად და თავისუფლად იგრძნობთ თავს, მაგრამ მაინც არ ღირს ახალ პროექტებს შეჭიდება, უმჯობესია აიღოთ გაიხანგრძლივოთ შვებულება და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის ბოლომდე აღდგენის საშუალება. კვირის მეორე ნახევარში მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან გააქტიურებული კონკურენტები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.

* მორიელი – ძველი უთანხმოებების მოგვარების კვირაა. ეცადეთ გამონახოთ საერთო ენა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და გადაჭრათ საკამათო საკითხები. არაა გამორიცხული მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალოს თქვენი განწყობა და დამოკიდებულება ძველი ნაცნობების მიმართ. კარგი პერიოდია სიახლეებისთვის, წარსულის გადაფასებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის.

* მშვილდოსანი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად სტაბილური კვირაა. შეძლებთ წარსულის გადაფასებას, შეცდომების, დანაკარგის ობიექტურად შეფასებას და სწორი დასკვნების გაკეთებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ უთანხმოება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერა დაგჭირდებათ კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის.

* თხის რქა – მართალია, წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. კარგი პერიოდია შვებულების აღებისა და დასვენებისთვის, რათა ორგანიზმმა სრულად შეძლოს დაკარგული ენერგიის აღდგენა. მოერიდეთ ფულის ზედმეტად ხარჯვას, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ ხარჯის გაწევა.

* მერწყული – კარგი კვირაა ძველი საქმეების მოწესრიგებისთვის. მართალია, იგრძნობთ დაღლილობას, მაგრამ მაინც არ ღირს მოდუნება, რადგან სწორედ ახლა გაქვთ საუკეთესო შედეგის მიღების შანსი. ეცადეთ ამ კვირაში გადაჭრათ საყოფაცხოვრებო პრობლემები და მოაგვაროთ უთანხმოება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

* თევზები – მშვიდი და სტაბილური კვირაა. შეძლებთ წარსული შეცდომების გააზრებას და სწორი დასკვნების გაკეთებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის, მთავარია არ აჰყვეთ ილუზიებს და არ აიღოთ საკუთარ თავზე იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ გააკეთოთ.  

* გეომაგნიტური დღეები – 26, 27, 28, 30 აგვისტო და 1-ლი სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები