ვერძი – მოერიდეთ რისკს და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სულსწრაფობა და ყველაფრის ერთად მიღების სურვილი საბოლოოდ მხოლოდ ზარალს მოგიტანთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მოისმინეთ და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არაა გამორიცხული მიიღოთ ფულადი პრემია ან საჩუქარი.
კურო – ეცადეთ გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი, უნარი და მაქსიმალურად გამოიყენოთ საკუთარი პოტენციალი. მართალია, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილი გექნებათ, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ყველა საქმის სრულფასოვნად შესრულება, უმჯობესია პერიოდულად დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს აღდგენის საშუალება. კარგი პერიოდია სოციალური სტატუსის ამაღლებისა და ავტორიტეტის გაძლიერებისთვის, ახალი პარტნიორების შეძენისა და საქმიანი კონტაქტების გაფართოებისთვის. არაა გამორიცხული მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი ან დივიდენდები ძველი პროექტებიდან.
ტყუპები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ამ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით! მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, შინაგანი შარმი და ქარიზმა კი, გარშემომყოფების, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, მთავარია, არ მოდუნდეთ და არ იზარმაცოთ, სრულად წარმოაჩინოთ ჩვეული გონებამახვილობა და იუმორის გრძნობა.
კირჩხიბი – მართალია, უამრავი სამუშაო გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა, რადგან გადაღლილი გონებით ძალიან გაგიჭირდებათ სწორად მოქმედება და შეცდომებისგან თავის დაცვა. არ ღირს ემოციებს აყოლა, გაღიზიანება, ეჭვიანობა და გარშემომყოფებზე გაბრაზება, უმჯობესია შეინარჩუნოთ ყველასთან პოზიტიური ურთიერთობა, რადგან რთულ სიტუაციაში სწორედ ისინი დაგეხმარებიან. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტების და მოშურნეების მიმართ, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან თქვენს შეფერხებას და ხელის შეშლას. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.
ლომი – საკმაოდ კარგი კვირაა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი სიახლეების განხორციელებისთვის, გარეგნობის ან ბინის დიზაინის შესაცვლელად, ახალი კავშირების გაბმისა და საქმიანი პარტნიორების შესაძენად, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან დასახული მიზნების განხორციელებაში. ეცადეთ მაქსიმალურად ჩაებათ საზოგადოებრივ პროექტებში, რადგან ასე ბევრად გაგიადვილდებათ პროფესიული განვითარება და საჭირო უნარების შეძენა.
ქალწული – უამრავი საქმის მიუხედავად, რომელთა შესრულება ამ კვირაში მოგიწევთ, მაინც შეძლებთ გეგმების სრულად განხორციელებას და შედეგებით დაკმაყოფილებას. მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, სტრესი კი, ისევ თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება ნეგატიურად. ეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება.
სასწორი – მეტად პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენას. კარგი პერიოდია გავლენიანი პარტნიორების შეძენისა და მათი დახმარებით საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეხვდეთ ძველ ნაცნობებს ან მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრება.
მორიელი – მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, მით უფრო, რომ გარშემომყოფებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ თავის შეკავება და ემოციების გაკონტროლება. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი გეგმების ჩაშლას. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას და ერთობლივ კაპიტალდაბანდებას, რათა არ მოტყუვდეთ პარტნიორების მხრიდან და არ იზარალოთ მატერიალურად.
მშვილდოსანი – აქტიური და პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ძველი საქმეების დასრულებას და ახალი პროექტების დაწყებას, მთავარია არ გადააფასოთ საკუთარი შესაძლებლობები, გამონახოთ დრო დასვენებისა და დაკარგული ენერგიის აღსადგენად. არ თქვათ უარი გამოცდილი ადამიანების რჩევებსა და საქმიანი პარტნიორების დახმარებაზე, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ საკუთარი გეგმების განხორციელებას.
თხის რქა – დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან ჩვეული სიჯიუტე და სიხისტე მხოლოდ თქვენ გაზარალებთ. კარგი პერიოდია ბინის დიზაინის შეცვლისთვის, ოფიციალური დოკუმენტების მოწესრიგებისა და მოსაბეზრებელი ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის.
მერწყული – ეცადეთ გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს კვირა, რადგან სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შანსი ყველა სფეროში გექნებათ. კარგი პერიოდია საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად, ავტორიტეტის გაძლიერებისა და თანამოაზრეების მოსაძიებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გააბათ ახალი რომანტიკული კავშირები ან აღადგინოთ ძველი ურთიერთობები.
თევზები – მართალია, თქვენს მოქმედებას მეტწილად მიმდინარე მოვლენები და გარშემომყოფები განსაზღვრავენ, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, უმჯობესია დათმოთ, რათა არ დაიმძიმოთ მდგომარეობა. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ ხარჯის გაწევა. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
გეომაგნიტური დღეები – 27, 30, 31 მაისი და 2 ივნისი.