დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია, რაც მოითხოვს მეტ სიფრთხილესა წინდახედულობას. შეიძლება ჯანმრთელობა არამდგრადი გახდეს და ემოციურმა არასტაბილურობამ იჩინოს თავი. ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, შესაძლოა ზოგიერთი იდეის რეალიზაცია ან მოლაპარაკებების წარმოება გართულდეს.
ვერძი – ვერძებისთვის ეს პერიოდი არ არის ერთმნიშვნელოვნად მარტივი. მართალია, ადრეული საქმეებიდან შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, მაგრამ მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ტენდენციებისა, დედამიწის ბიოსფეროს არასტაბილურობა თქვენზეც აისახება. მოიმატებს ფორიაქი და სულსწრაფობა, გინდათ ყველაფერი დროულად და ერთობლივად გააკეთოთ, ერთი საქმე მეორეს ხელს შეუშლის, თუ გეგმაზომიერად არ იმოქმედებთ, ამიტომ რაც შეიძლება მეტად გააზრებული ნაბიჯები გადადგით. ამ კვირაში უდავოდ სასიკეთო ფაქტორი იქნება თქვენთვის, რომ ურთიერთობებში გახდებით უფრო სერიოზული და თავდაჯერებული, მაგრამ ჯანმრთელობა მაინც არასტაბილურია, ამიტომ აუცილებელია დროდადრო დასვენება, რათა თავიდან აიცილოთ ემოციური გადაწვა.
კურო – საუკეთესო პერიოდია, თქვენ ამ კვირის მთავარი ფავორიტი ხართ, რადგან მზე სწორედ თქვენს ნიშანს გადის. ენერგია და დინამიზმი პიკზეა. საუკეთესო დროა ლიდერული თვისებების გამოსავლენად, იდეების რეალიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მგზავრობა და მოგზაურობა წარმატებული იქნება. თუმცა ძველმა, დაუსრულებელმა საქმეებმა შეიძლება შეგაფერხონ განვითარების კუთხით. შესაძლოა დაიძაბოს ურთიერთობა ნათესავებთან ან მეზობლებთან. მოიმატებს ჭორების და ინტრიგების ალბათობა და თუ ამ ნეგატიურ ტენდენციებს გვერდს აუვლით, სხვა კუთხით, კვირა იქნება ძალიან კარგი
ტყუპები – თქვენთვის ეს პერიოდი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, ეს არის თქვენი დაბადების დღის წინა პერიოდი, როდესაც ემოციური გაღიზიანება მაღალია, ენერგეტიკა მინიმუმამდეა დაყვანილი. იმუნიტეტი დაბალია, არსებობს ტრავმების რისკი. იყავით ყურადღებით, არ გახდეთ ავად, მოერიდეთ გადაღლას. ეცადეთ, არ აყვეთ პროვოკაციებს, ვინაიდან ფარული მტრები გააქტიურებულნი არიან. დაიცავით საიდუმლოებები და ნუ გასცემთ ზედმეტ ინფორმაციას, რათა თქვენს საწინააღმდეგოდ არ იყოს გამოყენებული. ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ, ნუ დახარჯავთ ფულსა და ენერგიას სხვების დასახმარებლად უაზროდ.
კირჩხიბი – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, თქვენი ნებისყოფა და ინტუიცია ძალიან ძლიერია, რომელზე დაყრდნობით სწორ არჩევანს გააკეთებთ. შესაძლოა თავი იჩინოს გაუგებრობებმა. ბევრ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, რაც კარგია, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ. მოიმატებს თქვენი მხრიდან სუბიექტურობა, რაც ხელს შეგიშლით სიტუაციის სწორად შეფასებაში. ამასთან, თქვენეული გაგება სამართლიანობისა შესაძლოა სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. სხვა მხრივ, პერიოდი ცუდი არაა, კარგი დროა ახალი მეთოდების დასანერგად და ცხოვრების შესაცვლელად, მეტად იფიქროთ გარკვეულ რეფორმებზე, მაგალითად, რა შეცვალოთ ცხოვრებაში.
ლომი – ლომებისთვის საკმაოდ რთული კვირაა ემოციური არასტაბილურობისა და დაბალი ჯანმრთელობის ფონის გამო. მოშურნეები, ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან შესაძლოა კონფლიქტების საბაბი გახდეს. მოერიდეთ ურთიერთკრიტიკას, ურთიერთპრეტენზიას პარტნიორებთან. ეცადეთ არ გადაიღალოთ, ნუ განახორციელებთ ახალ იდეებს, სარისკო მოქმედებებს, შემოიფარგლეთ ყოველდღიური, რუტინული საქმეებით. მოერიდეთ კონფლიქტებს კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, რათა არ დააზიანოთ თქვენი პროფესიული წინსვლის პერსპექტივა.
ქალწული – აქტიური და ენერგიული ხართ, ჯანმრთელობა მდგრადია, თქვენი შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება და შეუპროვრობა თვალშისაცემია, თუმცა გარემო პირობები გარკვეულ სირთულეებს გიქმნით. შესაძლოა გაგიფუჭდეთ ურთიერთობა მეგობრებთან. აღმოაჩენთ, რომ გარშემო ბევრი მოშურნე და ბოღმიანი ადამიანია. თქვენი მაღალი მოთხოვნები სხვების მიმართ გაღიზიანებას და კონფლიქტებს გამოიწვევს. სჯობს მეტი დრო დაუთმოთ მგზავრობა მოგზაურობას, ძალიან ნაყოფიერი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტებისთვის. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული ურთიერთობები, რაც თქვენს პროფესიულ სფეროსა და შთაბეჭდილებებს გაამდიდრებს.
სასწორი – თქვენი ენერგოტონუსი ამ კვირაში საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით და ორგანიზმს დასვენების საშუალება მიეცით. მოიმატებს ემოციური გაღიზიანება, ამიტომ არ აყვეთ პროვოკაციებს, ასევე, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი თქვენი გარშემომყოფების მიმართ, ვინაიდან თქვენი წუწუნი და უკმაყოფილება ძალიან ნეგატიურ გავლენად მოახდენს. შესაძლოა, არასტაბილური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და კონფლიქტების საფუძველიც გახდეს. შეიძლება უცაბედად შეგეცვალოთ გეგმები. სამსახურსა თუ ბიზნესში სულსწრაფობის გამო შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, ამიტომ ეცადეთ იყოთ სამართლიანი და მეტად დაუკვირდეთ თქვენს ქმედებებს. ამ უარყოფით ტენდენციებს მიაქციეთ ყურადღება, ნუ იქნებით არათანმიმდევრული.
მორიელი – ენერგოტონუსს არ უჩივით, თქვენი ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიური, ენერგიული ხართ, შემოქმედებითი ნიჭიც საუკეთესოდ ვლინდება. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, როგორც პირად, ისე ბიზნეს სფეროში. ერთობლივი გეგმების რეალიზაცია წარმატებული იქნება, თუ პრობლემურ საკითხებს მშვიდად, კომპრომისების გზით გადაჭრით. მოერიდეთ პირდაპირ, სარკასტულ და აგრესიულ გამონათქვამებს, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევს საპასუხო აგრესიას და დააზიანებს თქვენს წინსვლას.
მშვილდოსანი – თქვენთვის საკმაოდ რთული პერიოდია: ჯანმრთელობის ფონი დაბალია, ხოლო ემოციური დაძაბულობა მაღალი. საქმეებშიც შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოიშვას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამბიციებსა და სიამაყეს, რადგან მათმა გადამეტებამ შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე დაგაყენოთ. ამ კვირაში სჯობს ფრთხილად, პრაგმატულად იმოქმედოთ, მოაწესრიგოთ მიმდინარე საქმეები და აზრები, ხოლო უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს მომავალი კვირიდან ჩაუყაროთ საფუძველი.
თხის რქა – კარგი კვირაა, ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენს სულიერ განვითარებასა და შემოქმედებითი პრიორიტეტების გადახედვას. შესაძლოა სწორად დაისახოთ ახალი ძირითადი მიზნები. თუმცა, საოჯახო პრობლემებმა და შვილებთან თუ საყვარელ ადამიანებთან გაუგებრობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ პროფესიულ წინსვლაში. თუ კარგი ურთიერთობა შენარჩუნდება თქვენსა და შვილებს, თქვენსა და სასიყვარულო პარტნიორებს შორის, ეს მოგცემთ საშუალებას წინ წახვიდეთ და თქვენი მონაცემები კარგად წარმოაჩინოთ, ამიტომ თუ ამ კვირის უარყოფით ტენდენციებს და წინააღმდეგობებს დიპლომატიურად გადალახავთ, ხელმძღვანელობასთან თქვენი იდეების წარდგენა წარმატებით დასრულდება.
მერწყული – თქვენი ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა ამ კვირაში არასტაბილურია. შესაძლოა საოჯახო საქმეებმა მთელი თქვენი ყურადღება მიიპყროს. მოსალოდნელია დაძაბულობა მეზობლებთან ან გარშემომყოფებთან თქვენი პრინციპულობის გამო. არ არის გამორიცხული მოიმატოს კონფლიქტურმა სიტუაციებმაც. თუკი რაიმე საყოფაცხოვრებო სირთულეების წინაშე აღმოჩნდით, ეცადეთ პრობლემები მშვიდად გადაწყვიტოთ. არ აჰყვეთ სიზარმაცეს, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით შემოგეპარებათ.
თევზები – თქვენთვის ეს პერიოდი მდიდარია კონტაქტებით, მოლაპარაკებებითა და საინტერესო ინფორმაციით. მგზავრობა და ახალი ცოდნის მიღება თქვენზე დადებითად იმოქმედებს. თუმცა, სამყარო თქვენგან მაქსიმალურ თავშეკავებას ითხოვს ფინანსურ საკითხებში. არსებობს ფულის უყაირათოდ ხარჯვისა და აზარტულ თამაშებში ჩათრევის საფრთხე, ამიტომ მატერიალურ მხარეს მეტი ყურადღებით მოეკიდეთ. მოტყუების ალბათობაც მაღალია, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ და ასევე, ყურადღება გმართებთ ხელშეკრულებების დადებისას.
გეომაგნიტური დღეები – 4,6, 9 და 10 მაისი.