LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენება: “საერთაშორისო გამჭვირვალობა” დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ კვლევას წარადგენს

68
საერთაშრეისო გამჭვირვალობა საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ კვლევას წარადგენს.

“კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენება” – აცხადებს ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, ტენდენცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკეთესობისკენ არ არის შეცვლილი და კვლევაში წარმოადგენენ რეკომენდაციებს, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

მმართველ გუნდში ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფენ.

“შეგრძნებებს ნუ დაეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დაეყრდნონ კანონის მოთხოვნებს” – აცხადებს ბექა დავითულიანი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით ახალი ტერმინები იყო გამოგონილი იმისთვის, რომ “ეს სამართალდარღვევა არ არის, მაგრამ ტოვებს შეგრძნებას, თუ არ ვცდები ასეთის”.

როგორც დავითულიანი აცხადებს, სულ იყო შეგრძნებები და განცდები, მაგრამ არა კონკრეტული მაგალითები.

პოპულარულები