ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის უფროსი ქალიშვილი, 18 წლის შაილო მიმდინარე კვირას პაპარაცების ობიექტივში ორჯერ მოხვდა. გოგონა რომელიც საოცრად გატაცებულია თანამედროვე ცეკვებით, სწორედ საცეკვაო სტუდიიდან მოდიოდა.
როგორც ჩანს, შაილომ კლასიკურ სამოსზე უარი საბოლოოდ განაცხადა, გოგონა გამუდმებით ანდროგენული, თავისუფალი სტილის სამოსში ჩნდება.
შეგახსენებთ, გასულ წელს შაილომ მამის გვარზე უარი საბოლოოდ განაცხადა. ის ოფიციალურ საბუთებში უკვე შაილო ჯოლია.
ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან
ცისფერი თვალები და ქერა თმა – ინტერნეტსივრცეში შაილო ჯოლი-პიტის უსაყვარლესი ვიდეოები ვრცელდება


