LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ბებია და ბაბუა ბავშვის განვითარებასა და დადებით განწყობაზე დიდ გავლენას ახდენენ

420
image

ბებია და ბაბუა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის განვითარებაში, გარდა ამისა ისინი ბავშვის განწყობასა და ხასიათზე დადებით გავლენას ახდენენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდელი მეცნიერები მას შემდეგ, რაც 1500-ზე მეტი ბავშვის მონაცემები შეისწავლეს.

პროფესორ ენ ბიუკენენის თქმით, რომელიც მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა იმ ბავშვებში, რომელთა აღზრდაშიც ბებიები და ბაბუები აქტიურად არიან ჩართული, გაცილებით ნაკლებად გვხვდება ემოციური ან ქცევითი პრობლემები. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ბებიების და ბაბუების ახლოს ყოფნა და მათი მონაწილეობა შვილიშვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის კარგად ყოფნაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია, ბებიებს და ბაბუებს შეუძლიათ შვილიშვილებთან მეტი დრო გაატარონ და მათი მეგობრები, მენტორები ან მაგალითის მიმცემები გახდნენ. მათ უკვე გაზარდეს შვილები, ასე რომ ამ საკითხში მშობელზე მეტი გამოცდილება აქვთ, ამიტომ უფრო დიდი შანსი აქვთ წარმატებულად აწარმოონ მოლაპარაკებები ყველაზე ჭირვეულ ბავშვებთანაც კი.

განსაკუთრებით დიდი როლის შესრულება ბებიებს და ბაბუებს იმ ბავშვების ცხოვრებაში შეუძლიათ, რომელთა მშობლებიც განქორწინებულნი არიან ან რომლებსაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. მათი ჩართულობა შვილიშვილების აღზრდაში დადებითად მოქმედებს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საერთო მდგომარეობაზე…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g